მთავარი ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მთავარი ინჟინერი
მომწოდებელი: ორგანიზაცია
გამოქვეყნდა: 18 აპრ / ბოლო ვადა: 18 მაი
ორგანიზაცია აცხადებს ვაკანსიას მთავარი ინჟინრის პოზიციაზე.

კატეგორია: ინჟინერია
ანაზღაურება: შეთანხმებით
მდებარეობა: ქ. თბილისი.
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

მანქანათმშენებლობის დარგის წამყვანი ორგანიზაცია, რომელიც აწარმოებს მაღალტექნოლოგიურ პროდუქტებს სერიულად და ძირითადად ორიენტირებულია საექსპორტო ბაზრებზე, აცხადებს ვაკანსიას მთავარი ინჟინრის პოზიციაზე. ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელიც იქნება პროფესიონალი, პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

ფუნქციები და პასუხისმგებლობა:

მთავარი ინჟინერი ახორციელებს წარმოების ტექნიკურ ხელმძღვანელობას და ევალება:

** უშუალო ხელმძღვანელობა და კონტროლის გაწევა ახალი ნაკეთობების მოსამზადებელ და მათი წარმოებაში ჩაშვების სამუშაოებზე;
** მონაწილეობას იღებს წარმოების განვითარების პერსპექტივის ტექნიკური პოლიტიკის განსაზღვრასა და რეალიზაციაში;
** ახორციელებს ნაკეთობების ტექნოლოგიური დამუშავების კონტროლს;
** ამტკიცებს ქარხნის ტექნიკური სამსახურების მიერ დამუშავებულ ტექნიკურ დოკუმენტაციას;
** წყვეტს ტექნიკურ საკითხებს წარმოების პროცესში;
** ხელმძღვანელობს წარმოებებს ნაკეთობის კონსტრუქციის, რეგულირებისა და აწყობის საკითხებში;
** იღებს მონაწილეობას ნაკეთობის აწყობის ციკლური გრაფიკების შედგენაში;
** აკონტროლებს წარმოების დროულ უზრუნველყოფას სპეციალური აღჭურვილობით, ახალი
ნაკეთობის წარმოებაში ჩაშვების დროს;
** წარმოების ქვედანაყოფების რეკონსტრუქციისა და ტექნიკური გადაიარაღების საკითხებში უწევს ორგანიზებას წინადადებების მომზადებას, რომელიც წარმოიქმნება ახალი ტექნიკის დანერგვასთან დაკავშირებით;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ინჟინერიის მიმართულებით);
** არანაკლებ 4 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში, მათ
** შორის არანაკლებ 1 წელი ხელმძღვანელ თანამდებობაზე;
** კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
** საქმისწარმოების წესების ზოგადი ცოდნა;
** პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიების ცოდნა;
** წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა;
** წარმოების დაგეგმარების საფუძვლების ცოდნა;
** ტექნიკურ დოკუმენტაციაზე მუშაობის ცოდნა;
** ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** ხედვა;
** გადაწყვეტილების მიღება;
** კონფლიქტების მართვა;
** შეხვედრების წარმართვა;
** სხვათა მოტივირება;
** უსაფრთხოება;
** პროფესიონალიზმი;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: vacansyvacansy@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება - "მთავარი ინჟინერი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.

საკონტაქტო ტელეფონები: 0322 71 01 96
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე