საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: ტერაბანკი
გამოქვეყნდა: 18 აპრ / ბოლო ვადა: 28 აპრ
სს "ტერაბანკი" ლოჯისტიკის განყოფილებაში აცხადებს მიღებას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში საქონლის და მატერიალური ფასეულობების მიღების, შენახვისა და გაცემის სამუშაოების ხელმძღვანელობა, საწყობში მათი რაციონალური განთავსება, საჭირო მასალების მოძიება და გაცემის პროცედურის გამარტივება და დაჩქარება;
** საქონლის და მატერიალური ფასეულობების მარაგების კონტროლი;
** დასაწყობებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შენახვა, მიღებისა და გაცემის საბუთების გაფორმება.
** საქონლის, მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების შესაბამის პროგრამაში აღრიცხვა;
** სასაწყობო ოპერაციების აღრიცხვის სისწორის კონტროლი;
** საწყობის თანამშრომლების საქმიანობის მართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება საწყობის მენეჯერის პოზიციაზე - სასურველია 2 წელი;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი;
** საწყობის აღრიცხვის და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სპეციალური პროგრამის ცოდნა;

მსურველებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ მისამართზე: vacancy@terabank.ge

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 28.04.2017, 17:00 სთ

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე