ტრენინგი - მენეჯერული აღრიცხვა
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრენინგი - მენეჯერული აღრიცხვა
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 18 აპრ / ბოლო ვადა: 18 მაი
კავკასიის ბიზნესის სკოლა (CSB) და კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი (CUTC) გთავაზობთ ტრენინგს: მენეჯერული აღრიცხვა.

კურსის მიზანი:

მენეჯერული აღრიცხვა არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც აძლიერებს კომპანიის შესაძლებლობებს მიიღოს სწორი და ფინანსურად გამართლებული გადაწყვეტილებები. ეს კურსი მიმოიხილავს მეთოდებს, რომელიც ზომავს და აანალიზებს ხარჯებს, პროდუქტების მომგებიანობას და სხვა ისეთ საკითხებს, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მომგებიანობის გაზრდას. მენეჯერული აღრიცხვის მთავარი მიზანია მიაწოდოს სასარგებლო ფინანსური ინფორმაცია შიდა მომხმარებლებს, რომ გააუმჯობესონ მენეჯერული გადაწყვეტილების მიღების პროცესი და მისი კონტროლი.

ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს კავკასიის ბიზნესის სკოლის (CSB) და კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის (CUTC) ერთობლივ სერთიფიკატს.

თემატიკა:

** მენეჯერული აღრიცხვის არსი და მიზანი;
** დანახარჯების ტიპები და ქცევა;
** მასალის ხარჯები;
** შრომითი დანახარჯები;
** ზედნადები ხარჯები;
** დანახარჯები-მოცულობა-მოგების (CVP) ანალიზი;
** რელევანტური დანახარჯები;
** ბიუჯეტირება;
** გადახრების ანალიზი.

ტრენერი: გიორგი ბიგანიშვილი

ტრენინგის განრიგი:

ტრენიგის დასაწყისი: 8 მაისი
პროგრამის ხანგრძლივობა: 4 კვირა
ჩატარების დღეს: ორშაბათი, შაბათი
ჩატარების დრო: 19:00-22:00 შაბათი (დრო შეთანხმებით)

ტრენინგის ღირებულება: 490 ლარი

გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია

საფასურის გადახდა უნდა მოხდეს მოდულის დაწყებამდე მაქსიმუმ 5 კალენდარული დღით ადრე.

საკონტაქტო ინფორმაცია
მერი ხვიჩია
ტრენინგ ცენტრის მენეჯერი
მობ.: 577 33 37 05
ტელ.: 2377777 (173)
e-mail.: mkhvichia@cu.edu.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე