მონაცემთა ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მონაცემთა ანალიტიკოსი
მომწოდებელი: საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
გამოქვეყნდა: 18 აპრ / ბოლო ვადა: 30 აპრ
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია დაარსდა 2012 წელს. ის აერთიანებს ქართველ ფერმერებს და მიზნად ისახავს მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და სოფლის მეურნეობის სექტორის გაძლიერებას. ორგანიზაცია ასრულებს შუამავალი რგოლის ფუნქციას ფერმერებსა და ხელისუფლებას შორის. მჭიდროდ თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან და აქტიურად მონაწილეობს სოფლის მეურნეობის სტრატეგიისა და პოლიტიკის ფორმირებაში.

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ანალიტიკოსის თანამდებობაზე.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სიმძლავრეების განვითარების პროექტი დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (Austrian Development Cooperation) ფარგლებში. პროექტის მიზანია შექმნას კოოპერაციის სამაგალითო ნიმუშები და ხელი შეუწყოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის საწარმოო ჯაჭვის ჩამოყალიბებას წინასწარ განსაზღვრულ სფეროებში:

** კარტოფილის წარმოება
** საშემოდგომო ხახვის წარმოება
** სტაფილოს წარმოება
** მაღალტექნოლოგიური მეფუტკრეობა
** აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას.
** პროექტის სამიზნე რეგიონებია: კახეთი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი.

მონაცემთა ანალიტიკოსი: მონაცემთა ანალიტიკოსი უშუალოდ დაექვემდებარება პროექტის დირექტორს და აქტიურად იმუშავებს პროექტის გუნდთან ერთად.

მონაცემთა ანალიტიკოსის ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის განხორციელების პროცესის მონიტორინგი და მიღებული მონაცემების ანალიზი
** საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნების გათვალისწინებით, ბენეფიციართა საქმიანობის მონიტორინგი და მათი შედეგების შეფასება
** ანგარიშების მომზადებაში დახმარების გაწევა
** პროექტის საშუალოვადიანი მიმოხილვა
** პროექტის საბოლოო შეფასების კოორდინირება
** პროექტთან დაკავშირებულ კვლევებში დახმარების გაწევა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მასთან დაკავშირებული მიმართულებით
** მსგავს პოზიციაზე სულ მცირე ორწლიანი მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენისა და საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა
** საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პრეზენტაციის გაკეთების უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, არაუგვიანეს 2017 წლის 30 აპრილისა, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: cbac@gfa.org.ge და სათაურში მიუთითოთ "მონაცემთა ანალიტიკოსი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე