სასერტიფიკატო პროგრამა - არავერბალური კომუნიკაცია
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სასერტიფიკატო პროგრამა - არავერბალური კომუნიკაცია
მომწოდებელი: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 18 აპრ / ბოლო ვადა: 25 აპრ
პოლ ეკმანის ლაბორატორიაზე დაფუძნებული პროგრამა, ლევან ზარდალიშვილის საავტორო სასერტიფიკატო პროგრამა.

პროგრამის მიზნები:

** კომუნიკაცია არის ადამიანთა საბაზო მოთხოვნილება. კომუნიკაციის ეფექტური უნარის ქონა პიროვნების პირად, კარიერულ და სოციალურ სივრცეში გადამწყვეტ როლს ასრულებს. კომუნიკაცია არსებობს ვერბალური და არავერბალური.
** მრავალჯერადი კვლევებით დასტურდება, რომ როგორც პირად, ასევე კარიერულ წარმატებასა და არავერბალური კომუნიკაციის ცოდნას შორის დადებითი კორელაციაა.
** პროგრამის მიზანია მონაწილეებმა შეისწავლონ არავერბალური კომუნიკაციის ძირითადი ნიშნების ამოცნობა და პრაქტიკული გამოყენება, კონტექსტის მნიშვნელობის ამოცნობა, დაძაბულობისა და ტყუილის ნიშნების შემჩნევა, პირად ცხოვრებასა თუ სამუშაო გარემოში საკუთარი სხეულის ენის სწორად გამოყენების უნარი.

კურსი განკუთვნილია:

** კლინიკური ფსიქოლოგებისთვის
** ფსიქოლოგ-კონსულტანტის პროფესიით დაინტერესებული ფსიქოლოგებისთვის
** ფსიქოთერაპევტებისთვის
** ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებისთვის
** PR -ისა და "იმიჯმეიქინგის" სპეციალისტებისთვის
** პროკურატურისა და საგამომძიებლო ორგანოების თანამშრომლებისთვის
** საბაჟოებისა და საპასპორტო კონტროლის თანამშრომლებისთვის
** მართვის ფსიქოლოგიით დაინტერესებულ პირთათვის
** მოქმედი ადვოკატებისთვის

კურსის თემატიკა:

** არავერბალური კომუნიკაცია კომუნიკაციის ფსიქოლოგიის ჭრილში
** არავერბალური კომუნიკაციის განმსაზღვრელი ბიოლოგიური და ფიზიოლოგიური
** ფაქტორები
** არავერბალური კომუნიკაცია პრიმატებში
** კონგრუენტულობა
** უკუკავშირი
** მიკროემოციები და მიკროჟესტები
** არავერბალური კომუნიკაციის 200 ნიშანი, მათი ინტერპრეტაცია და კავშირი
** პროგრამის ფარგლებში, მსმენელები გაანალიზებენ ადამიანის ემოციებს პოლ ეკმანის ლაბორატორიის მიერ შექმნილი ტრენაჟორის და მისი მეთოდოლოგიის მიხედვით გადაღებული სერიალის "Lie to Me" და სხვა მასალების შესაბამისად.

ტექნიკური აღწერილობა:

სწავლის ხანგრძლივობა: 2 თვე, შეხვედრები კვირაში ორჯერ, საღამოობით 19:00-დან 22:00-მდე.
კურსის მოცულობა: 40 საათი
სწავლების ენა: ქართული

სერტიფიკატი:

** სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ არავერბალური კომუნიკაციის პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
** სერტიფიკატის აღების წინაპირობა: პროგრამის მანძილზე, მსმენელებმა განვლილ საგნებში უნდა ჩააბარონ გამოცდები.

მისაღები პროცედურები:

სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ პირადობის მოწმობის ასლი და ავტობიოგრაფია (CV) საკონტაქტო მეილზე:
m.kvitsaridze@gipa.ge და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

საბუთების მიღების ბოლო ვადა არის 2017 წლის 18 აპრილი.
სწავლა დაიწყება 25 აპრილს.
საბუთების მიღების შემდეგ ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.
შერჩევის კრიტერიუმები: მოტივაცია, კომუნიკაციის უნარი, სამუშაო გამოცდილება.

სწავლის საფასური:

პროგრამის ღირებულება: 950 ლარი
გადახდის გრაფიკი: თანხის ნაწილი, 700 ლარი უნდა ჩაირიცხოს სწავლის დაწყებიდან პირველი კვირის განმავლობაში და 250 ლარი - სწავლის შუა პერიოდში.

პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:

1. GIPA - ს კურსდამთავრებულთათვის - 10%
2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში - 10%
3. მრავალშვილიანი ოჯახის შვილი და/ან მშობელი (სამი და მეტი შვილი) - 10%

კორპორატიული ფასდაკლება:

1. ორი ან სამი თანამშრომელი - 10%
2. ოთხი თანამშრომელი - 15%
3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი - 20%

** კორპორატიული ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ ორგანიზაციის მიერ სწავლის დაფინანსების შემთხვევაში
** მონაწილეს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლების მხოლოდ ერთი ვერსიით.

საბანკო რეკვიზიტები:

სს " თიბისი ბანკი"
საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL
გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.

საკონტაქტო პირი:

მარინა კვიცარიძე
კოორდინატორი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: ბროსეს 2, თბილისი
ტელ: (995 32) 2 49 75 00
ელ-ფოსტა: m.kvitsaridze@gipa.ge
მობ: 595 95 90 96
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე