Pay Express City-ს სარეზერვო მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: Pay Express City-ს სარეზერვო მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: ლიბერთი ბანკი
გამოქვეყნდა: 18 აპრ / ბოლო ვადა: 28 აპრ
ლიბერთი ბანკი - ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას Pay Express City-ს სარეზერვო მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე, ქ. თბილისში.

აღნიშნული პოზიცია ითვალისწინებს სამუშაო პროცესის წარმართვას ბანკის მომსახურების წერტილებიდან. ხსენებული მომსახურების ობიექტი განთავსებულია ბანკის ფილიალის და სერვის ცენტრის გარეთ, სხვადასხვა დაწესებულებებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დამარწმუნებელი, გამართული ვერბალური კომუნიკაცია;
** გაყიდვების უნარი;
** მუდმივი მზაობა დახმარებისთვის.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge არა უგვიანეს 2017 წლის 28 აპრილისა. გთხოვთ, თქვენს CV მიანიჭოთ სახელი-გვარი, სათაურის ველში (subject line) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

ბანკი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე