საცალო გაყიდვების წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საცალო გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
გამოქვეყნდა: 18 აპრ / ბოლო ვადა: 2 მაი
"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" აცხადებს საცალო გაყიდვების წარმომადგენლის ვაკანსიას თბილისში.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 76 კლინიკითაა წარმოდგენილი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:

** საცალო გაყიდვების ზრდის მიზნით სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება და შესრულება, კერძოდ:
** პროდუქტების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;
** საჭირო ქმედებების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და განხორციელების უზრუნველყოფა;
** განსაზღვრული პროდუქტების/სერვისების შეთავაზება პაციენტებისათვის;
** განსაზღვრული პროდუქტების/სერვისების შეთავაზება სამედიცინო დაწესებულებებისათვის და პერსონალისათვის;
** საცალო გაყიდვების ფარგლებში განხორცილებული აქტივობებიდან მიღებული შემოსავლისა აღრიცხვა და ანალიზი;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების განხორციელება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით;
** სავალდებულოა სამედიცინო ან სადაზღვევო სფეროში გაყიდვების კუთხით სამუშაო გამოცდილება;
** პრიორიტეტულია სამედიცინო პროდუქტების განვითარების კუთხით მუშაობის გამოცდილება;
** პრიორიტეტულია საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** სავალდებულოა ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;
** პრიორიტეტულია ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პრეზენტაციის წარდგენისა და მოლაპარაკების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2 მაისი, 2017 .

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ge/career/mimdinare-vakansiebi/sacalo-gayidvebis-warmomadgeneli-tbilisi.page

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე