კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
გამოქვეყნდა: 18 აპრ / ბოლო ვადა: 2 მაი
"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" აცხადებს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიას თბილისში.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 76 კლინიკითაა წარმოდგენილი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:

შემოსავლების ზრდის მიზნით სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველყოფა, კერძოდ:

** სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის წარმოება;
** სახელმწიფოს სტრუქტურებთან ურთიერთობის წარმოება;
** კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის წარმოება;
** კონტრაგენტებთან სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრა;
** ხელშეკრულებების ადმინისტრირება;
** შემოსავლების ანალიზი და შედეგების მიხედვით სამოქმედო გეგმის განსაზღვრა;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით;
** სავალდებულოა სამედიცინო ან სადაზღვევო სფეროში კორპორატიული გაყიდვების/პროვაიდერებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წლისა;
** პრიორიტეტულია სამედიცინო პროდუქტების განვითარების კუთხით მუშაობის გამოცდილება;
** პრიორიტეტულია საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** სავალდებულოა ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;
** პრიორიტეტულია ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პრეზენტაციის წარდგენისა და მოლაპარაკების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2 მაისი, 2017 .

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ge/career/mimdinare-vakansiebi/korporatiuli-gayidvebis-menedjeri-tbilisi.page

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე