პრობლემური სესხების მართვის ქოლ-ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პრობლემური სესხების მართვის ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: Professional Legal Consulting
გამოქვეყნდა: 18 აპრ / ბოლო ვადა: 18 მაი
მათთვის, ვისაც უკვე გაქვთ სამსახური, ან სწავლობთ, ან ჯერ ვერ იპოვეთ სტაბილური სამუშაო კომპანია "professional legal consulting" გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას პრობლემური სესხების მართვის ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.

ჩვენ გთავაზობთ თქვენზე მორგებულ სამუშაო გრაფიკსა და სტაბილურ სამსახურს სასიამოვნო გარემოში.

ძირითადი მოვალეობები:

** ბანკების, საფინანსო და სხვა კომპანიების პრობლემურ მსესხებლებთან (დებიტორებთან) ურთიერთობა, მათთან მოლაპარაკების წარმოება, ვალდებულების დაფარვის უზრუნველყოფა;
** დავალიანების მქონე კლიენტებთან შეთანხმება გადახდის პირობებზე
** დავალიანების დაფარვის თაობაზე დებიტორებთან წერილობითი შეთანხმებების გაფორმება.
** დავალიანების ეტაპობრივად დაფარვის მონიტორინგი და კონტროლი;
** პრობლემური აქტივების მართვა;
** დებიტორების მიმართ სასამართლო წარმოების (მათ შორის ქონების დაყადაღების) დაწყების მიზნით იურიდიული ჯგუფისათვის საქმის გადაცემა.

განათლება და სამუშაო გამოცდილება:

** არასრული საშუალო, საშუალო, უმაღლესი განათლება.
** არ არის სავალდებულო სამუშაო გამოცდილება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** აქტიური, ინიციატივის გამოვლენის უნარი;
** დარწმუნების უნარი;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** შრომისმოყვარე;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებისადმი დაკვირვებული;
** ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებული;

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერულ წინსვლასა და განვითარებას
** თქვენთვის მისაღებ ანაზღაურების სისტემას
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს.

სამუშაო გრაფიკი:

** სრული: ორშაბათი-პარასკევი(10:00-19:00) შაბათი(10:00-15:00)
** ნახევარი: ორშაბათი-პარასკევი(10:00-14:00 და 14:00-18:00)

დასაქმებულებისათვის და სტუდენტებისათვის გრაფიკი შემუშავდება ინდივიდუალურად.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ: ავტობიოგრაფია-CV ფოტოსურათით (3x4) შემდეგ მისამართზე: hr@proconsulting.ge და პოზიციის სახელწოდება მიუთითეთ ელ.ფოსტის სათაურში.

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა - 2017 წლის 18 მაისი.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე