ბიზნეს-განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბიზნეს-განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: თი-ემ-სი
გამოქვეყნდა: 18 აპრ / ბოლო ვადა: 30 აპრ
ელექტრონული ტენდერების ახლადშექმნილი პლატფორმისთვის კომპანია TMC (Tender Management & Consulting) სამუშაოდ იწვევს ბიზნეს-განვითარების მენეჯერს.

ხელფასი 1000 ლარი.

სამუშაოს აღწერილობა:

** საქმიანი შესაძლებლობების განვითარება და შეხვედრების ორგანიზება;
** პრეზენტაციების დაგეგმვა და მომზადება;
** მარკეტინგული კვლევის საფუძველზე ახალი საქმიანი შესაძლებლობების აღმოჩენა;
** საქმიანობისა და მისი განვითარების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის ფლობა, მარკეტინგული აქტივობების, პოტენციური მომხმარებლებისა და სფეროს წამყვანი ტენდენციების ჩათვლით;
** პოტენციური მომხმარებლების ახალი პროდუქტის განვითარების შესახებ ინფორმირება;
** კომპანიის პროდუქტების სარგებლიანობის პოტენციური მომხმარებლებისთვის განმარტვა და საქმიანი გარიგებების გაფორმება;
** კომპანიის პროდუქტებთან დაკავშირებულ მომხმარებელთა კითხვებსა და შენიშვნებზე დროულად რეაგირება;
** ინოვაციური სტრატეგიების შემუშავება საქმიანი წინადადებების შემუშავება არსებული და ახალი მომხმარებლებისთვის;
** სფეროსთან დაკავშირებულ ფორუმებში, კონფერენციებსა და მომხმარებლებთან გამართულ დისკუსიებში კომპანიის წარმომადგენლის სახით მონაწილეობა;
** ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.

უნარები და გამოცდილება:

** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
** კარგი ბიზნეს-ინტუიცია;
** მარკეტინგის პრინციპების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად)
** კარგი საკომუნიკაციო უნარები;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ინიციატივიანი, მოტივირებული, დეტალებზე ორიენტირებული;
** გაყიდვებისა და ანალიტიკური აზროვნების ძლიერი უნარები.
** მიიღებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები (სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმეები გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@tenderers.net არაუგვიანეს ამა წლის 30 აპრილისა და თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე