სასერთიფიკატო ტრენინგი საგადასახადო კოდექსში
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სასერთიფიკატო ტრენინგი საგადასახადო კოდექსში
მომწოდებელი: OMT International
გამოქვეყნდა: 18 აპრ / ბოლო ვადა: 18 მაი
კომპანია "OMT international" -თან არსებული ტრენინგ ცენტრი OMT academy აცხადებს მიღებას სასერთიფიკატო ტრენინგების სერიაზე "საგადასახადო კოდექსი".

ტრენინგი განკუთვნილია: ბუღალტრებისთვის, კომპანიის ხელმძღვანელი პირებისათვის და ფინანსურ სექტორში დასაქმებულთათვის. ტრენინგებს გაუძღვებიან საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების და შემოსავლების სამსახურის წამყვანი პრაქტიკოსი საგადასახადო სპეციალისტები.

სემინარზე დეტალურად და ამომწურავად პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით განხილული იქნება მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი მოდელი (ე.წ. ესტონური მოდელი) და ბოლო პერიოდში კანონმდებლობაში შესული სხვა სიახლეები, მ.შ. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის ახალი რეგულაციები, რომელიც ძალაშია 2017 წლის 1 იანვრიდან.

სემინარი 1:

** საგადასახადო კოდექსის არსი, მნიშვნელობა და რეგულირების სფერო.
** საქართველოს საგადასახადო ორგანოების სისტემა და მათი ძირითადი ფუნქციები.
** საგადასახადო ანგარიშგება.

სემინარი 2:

** საგადასახადო შემოწმება
** საშემოსავლო გადასახადი.
** საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები.

სემინარი 3:

** მოგების გადასახადი (ერთობლივი შემოსავალი).
** მოგების გადასახადი (გამოქვითვები და ზარალი).

სემინარი 4:

** საგადასახადო აღრიცხვის წესები
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა ანგარიშგება საგადასახადო კანონმდებლობის გათვალისწინებით.
** სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა ანგარიშგება საგადასახადო კანონმდებლობის გათვალისწინებით.

სემინარი 5: მოგების გადასახადი ახალი ცვლილებების გათვალისწინებით (ე.წ. ესტონური მოდელი)

სემინარი 6:

** დამატებული ღირებულების გადასახადი.
** საგადასახადო კოდექსის ცვლილების გათვალისწინებით ავანსის დაბეგვრის წესი.

სემინარი 7:

** ქონების გადასახადი
** აქციზის გადასახადი
** იმპორტის გადასახადი

სემინარი 8:

** მიმდინარე კონტროლის პროცედურები
** საგადასახადო სამართალდარღვევა და პასუხისმგებლობა
** საგადასახადო დავის წარმოება

ტრენინგი ითვალისწინებს 8 შეხვედრას, თითოეული სემინარის ხანგრძლივობაა 2 საათი.
ტრენინგის გავლის შემდეგ გაიცემა OMT academy-ს ორენოვანი სერთიფიკატი
სემინარის ჩატარების დრო: 19:00-21:00

ტრენინგის ღირებულება: 250 ლარი
თანხის გადახდა წარმოებს წინასწარ რეგისტრაციის შემდეგ.

რეგისტრაციის გასავლელად მიყევით ბმულს: http://omt.ge/ka/treningebi2

საბანკო რეკვიზიტები:

ს.ს."თი ბი სი ბანკი"
ა.ა. GE24TB7650836080100005
ბანკის კოდი: TBCBGE22
მიმღები: შპს ოუემთი ინთერნეიშენალ

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვმართეთ: info@omt.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე