ტრენინგი მარკეტინგსა და PR-ში
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრენინგი მარკეტინგსა და PR-ში
მომწოდებელი: OMT International
გამოქვეყნდა: 18 აპრ / ბოლო ვადა: 18 მაი
ტრენინგი "სად პიარი, სად მარკეტინგი" და კარიერული განვითარება.

კომპანია "OMT international" -თან არსებული ტრენინგ ცენტრი OMT academy აცხადებს მიღებას ტრენინგების სერიაზე "PR და მარკეტინგი".

** თუ ტრენინგებზე მხოლოდ სერთიფიკატის გამო არ გინდა სიარული;
** თუ ტრენერისგან ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს და ისეთ ინფორმაციას არ ითხოვ, რასაც ყველგან ამოიკითხავ;

თუ ჯერ კიდევ არ იცი, სად მთავრდება პიარი და იწყება მარკეტინგი, მაშინ შენი ადგილი აქაა:

1. "სად პიარი, სად მარკეტინგი".

ტრენინგი მოიცავს შემდეგ 12 საკითხს:

** იმიჯი შეიქმს სიყვარულს
** მარკეტინგული ომები
** მაგიური კრეატივი
** კრეატივ გუნდთან მუშაობის ტექნიკა
** ემსახურე და იბატონე
** ბრენდინგის სრულყოფა
** სოციალური მარკეტინგი
** პოზიციონირება
** როგორ გავყიდოთ თავი
** იდეის გენერირების ტექნიკა
** იდეიდან შესრულებამდე
** "შებმის" ტექნიკა

ტრენინგის დასრულების შემდეგ ჩატარდება ტესტირება და სერთიფიკატი გაიცემა დონეების მიხედვით
ტრენინგს გაუძღვება PR და მარკეტინგის სპეციალისტი ნათია სოყურაშვილი
ხანგრძლივობა: 12 შეხვედრა (კვირაში 2-ჯერ)
ტრენინგი გაგრძელდება: 2 საათი, ყავის/ჩაის თანხლებით, თქვენი სურვილის მიხედვით
ტრენინგის დრო:15:00 დან 17:00 მდე

კურსის საფასური: 333 ლარი.
შესაძლებელია ეტაპობრივი გადახდა

ტრენინგის სილაბუსის ნახვა შესაძლებელია ჩვენს საიტზე: http://omt.ge/ka/treningebi/article/27842-marketingi

თუკი თვლი, რომ ეს ის ადგილია, სადაც შეგიძლია ცალი თვალით მაინც შეიჭყიტო პიარისა და მარკეტინგის სამყაროში, მაშინ გაიარე რეგისტრაცია:
http://omt.ge/ka/treningebi2

2. ტრენინგების სერია "კარიერული განვითარება"

ეძებთ მაღალანაზღაურებად სამსახურს? არ იცით როგორ მოამზადოთ ეფექტური CV, სამოტივაციო წერილი? არ იცით როგორ მოიქცეთ გასაუბრების დროს? ან, უბრალოდ, გსურთ მიიღოთ ინფორმაცია სამუშაო ძიების ხერხებთან დაკავშირებით? მაშინ, ტრენინგების სერია "კარიერული განვითარება" თქვენთვისაა.

აღნიშნული ტრენინგების სერიის ფარგლებში გექნებათ შესაძლებლობა დაესწროთ შემდეგი თემატიკის ტრენინგებს:

** როგორ მოვამზადოთ ეფექტური CV;
** როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი;
** წარმატებული ინტერვიუს საიდუმლოებები;
** სამუშაოს ძიების ხერხები & ნეთვორქინგი;
** წარმატებული კარიერის დაგეგმვა.

1. როგორ მოვამზადოთ ეფექტური CV - ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

** როგორი უნდა იყოს CV-ის ვიზუალური მხარე;
** რა კომპონენტებისგან უნდა შედგებოდეს CV;
** CV-ის ფორმატები;
** CV-ის საერთაშორისო მასშტაბით მიღებული ფორმატი.

ტრენინგის დასასრულს, თითოეულ მონაწილეს ექნება საშუალება გააკეთოს საკუთარი CV. ტრენინგი იქნება ინტერაქტიული, დატვირთული სხვადასხვა თემატური სავარჯიშოებითა და ენერჯაიზერებით.

2. როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი - ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

** სამოტივაციო წერილის 5 ძირითადი ამოცანა;
** წარმატებული სამოტივაციო წერილის სტრატეგიები;
** სიტუაციაზე მორგებული სამოტივაციო წერილი;
** შეცდომები, რომლებიც თავიდან უნდა ავიცილოთ სამოტივაციო წერილის დაწერისას;
** სამოტივაციო წერილის ნიმუშები.

ტრენინგის მიმდინარეობისას თითოეულ მონაწილეს ექნება საშუალება შეადგინონ საკუთარი სამოტივაციო წერილი. ტრენინგი იქნება ინტერაქტიული, დატვირთული სხვადასხვა თემატური სავარჯიშოებით.

3. წარმატებული ინტერვიუს საიდუმლოებები - ტრენინგი დაეთმობა შემდეგი საკითხების განხილვას:

** ინტერვიუს ტიპები;
** მომზადების ხელოვნება ინტერვიუს თითოეული ტიპისთვის;
** ტოპ შეცდომები ინტერვიუს მიმდინარეობისას;
** ინტერვიუს დროს ხშირად დასმული შეკითხვები;
** წარმატებული ინტერვიუს საიდუმლოებები;
** სიმულაციური ინტერვიუ;

4. სამუშაოს ძიების ხერხები & ნეთვორქინგი - ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

** რა არის და რა არ არის ნეთვორქინგი;
** მითები/რჩევები ნეთვორქინგის შესახებ;
** ნეთვორქინგის ორი ძირითადი კატეგორია;
** მოლაპარაკებისა და პირველი შთაბეჭდილების როლი თქვენი წარმატებული ნეთვორქინგისთვის;
** სამსახურის ძიების ტრადიციული და არატრადიციული მეთოდები;
** რა უნდა იცოდეთ სასურველი კომპანიის შესახებ;
** პრობლემები, რომელთაც ვაწყდებით სამუშაოს ძიების დროს/მათი აღმოფხვრის გზები.
** ქართული/უცხოური საიტები, რომლებიც დაგეხმარებათ სამუშაოს ძიებაში.

5. წარმატებული კარიერის დაგეგმვა - ტრენინგის მიმდინარეობისას განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

** კარიერის კონცეფციის ისტორია;
** თვითშემეცნება და მისი გავლენა კარიერაზე;
** კარიერული გადაწყვეტილების მიღების პროცესი;
** კარიერული გადაწყვეტილების მიღების პრობლემები;
** კარიერის დაგეგმვა;
** კარიერული გეგმის სტრუქტურა.

ტრენინგი ითვალისწინებს 5 შეხვედრას, თითოეული სემინარის ხანგრძლივობაა 3 საათი.
ტრენინგის გავლის შემდეგ გაიცემა OMT academy-ს ორენოვანი სერთიფიკატი
სემინარის ჩატარების დრო: შაბათი-კვირა 14:00-18:00 საათამდე
ტრენინგის ღირებულება: 100 ლარი
სტუდენტებისთვის მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება
თანხის გადახდა წარმოებს წინასწარ რეგისტრაციის შემდეგ.

რეგისტრაციის გასავლელად მიყევით ბმულს: http://omt.ge/ka/treningebi2

საბანკო რეკვიზიტები:

ს.ს."თი ბი სი ბანკი"
ა.ა. GE24TB7650836080100005
ბანკის კოდი: TBCBGE22
მიმღები: შპს ოუემთი ინთერნეიშენალ

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვმართეთ: info@omt.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე