გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: დოლო ჯორჯია
გამოქვეყნდა: 18 აპრ / ბოლო ვადა: 18 მაი
შპს "დოლო ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:

DOLO Georgia -ს მიზანია დაამყაროს მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების, საერთაშორისო ოპერაციებისა და მომსახურების მაღალი სტანდარტების შეთავაზების გზით. ჩვენი მიზანია, სამომხმარებლო ქსელის მსოფლიოს ბრენდების პროდუქციით მომარაგება, კვალიფიციური დისტრიბუციის განხორციელება, როგორც სავაჭრო ისე არა სავაჭრო ობიექტებთან და სალონებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მიწოდებას ყველგან, დროულად და, რაც მთავარია, ხელმისაწვდომ ფასად.

სამუშაოს ზოგადი აღწერა: სავაჭრო ობიექტებზე მომხმარებლისთვის ჩვენი პროდუქციის შეთავაზება, პოტენციური კლიენტების მოზიდვა.

ძირითადი მოვალეობები:

** საზოგადოებისთვის ჩვენი პროდუქტის გაცნობა
** კლიენტების მოზიდვა
** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქტის განლაგება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები და კომპეტენცია:

** საზოგადოებასთან ურთიერთობის, კომუნიკაციის უნარი.
** მერჩენდაიზინგი, პრომო აგენტად მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
** სამიზნე აუდიტორიის სპეციფიკისა და შესაბამისი საკომუნიკაციო სტრატეგიების ცოდნა.
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პროაქტიულობა და კრეატიულობა

ანაზღაურება:

** ფიქსირებული 350 (სამას ორმოცდაათი) ლარი.
** ბონუსური სისტემა 200 (ორასი) ლარი.

სამუშაო დღეები/საათი:

** 6 (ექვსი) სამუშაო დღე. პარასკევი, შაბათი, კვირი-ს გარდა სურვილისამებრ ერთი ნებისმიერი დასვენების დღე.
** სამუშაო საათები 13:00 დან 20:00-მდე, 1 (ერთი) საათი შესვენება.

განაცხადის შემოტანის პროცესი:

აპლიკანტებმა ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტი უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@dolo.ge და სათაურში გთხოვთ მიუთითონ თანამდებობის დასახელება:

** საკუთარი რეზიუმე (СV);
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 18 მაისი, დღის 12:00 საათი.

განაცხადები, რომლებიც არ აკმაყოფილებს ზემოთ აღნიშნულ მოცემულობებს, ან წარმოდგენილი იქნება ვადის ამოწურვის შემდეგ, არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე