პერსონალური ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პერსონალური ასისტენტი
მომწოდებელი: ასოციაცია ანიკა
გამოქვეყნდა: 18 აპრ / ბოლო ვადა: 26 აპრ
თანდართული ფაილი: 138999-anika-app.zip
ასოციაცია "ანიკა" აცხადებს კონკურსს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და პირების პერსონალური ასისტენტის შესარჩევად.

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება სოციალური სერვისების პოლიტიკის დიალოგში წვლილის შეტანისთვის საქართველოსა და უკრაინაში", ფარგლებში, რომელსაც CSRDG-სთან პარტნიორობით ახორციელებს საქარველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB საქართველო) დაფინანსებულია ასოციაცია ანიკას პროექტი: "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა/პირთა პერსონალური ასისტენტის სერვისი". მოცემული პროექტის მიზანია საქართველოსთვის ახალი, ინოვაციური სოციალური სერვისის - "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა/პირთა პერსონალური ასისტენტი"-ს სამოდელო სერვისის შექმნა/განვითარება ქ. თბილისში.

პერსონალური ასისტენტის სერვისის მოდელი სრულად ეფუძნება შეზღუდული შესაძლებლობისა და ჯანმრთელობის ხედვის სოციალურ მოდელს, მოძრაობას დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას. სოციალური მოდელი მიმართულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ გარემოში არსებული ბარიერებისა და დაბალი მოლოდინების აღმოფხვრისაკენ, რათა ადამიანს საკუთარი შესაძლებლობების სრული რეალიზების საშუალება მიეცეს.

პერსონალური ასისტენტი:

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 8 ვაკანტური ადგილი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
პოზიციის ხანგრძლივობა: 8 თვე (გაგრძელების პერსპექტივით)

პერსონალური ასისტენტის ძირითადი მოვალეობები:

** პერსონალური ასისტენტის მოვალეობაა დაეხმაროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს/პირს იმ აქტივობის/აქტივობების შესრულებაში, რომელშიც ის სირთულეებს ან ბარიერებს აწყდება. ეს აქტივობები შეიძლება იყოს: თავის მოვლის, კვების, ჩაცმის, სახლის საქმის, საყიდლებზე სიარულის, გადაადგილების/ტრანსპორტირების, მუშაობისა და დასვენების, კომუნიკაციის, დღის დაგეგმვის ანდა სხვა აქტივობა.
** პერსონალური ასისტენტის სამუშაო პროცესის შინაარსი და მისი ხანგრძლივობა ინდივიდუალური, მრავალფეროვანი, მოქნილია და დამოკიდებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საჭიროებებსა და ცხოვრების რუტინაზე.
** შესაძლებელია ერთი პერსონალური ასისტენტი ემსახურებოდეს რამდენიმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს/პირს თუ მათი გრაფიკები იძლევა ამის შესაძლებლობას.

საჭირო კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები:

** საშუალო სრული განათლება;
** სასურველია შშმ ბავშვებთან და პირებთან ურთიერთობის გამოცდილება
** დამოუკიდებლად და წყვილში მუშაობის გამოცდილება/უნარი
** ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კარგი კომუნიკაციის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
** პუნქტუალური
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ
** მოქნილი
** მოტივირებული
** ორგანიზებული
** სწრაფი ათვისების უნარით
** სანდო
** მოწესრიგებული და კარგი ჰიგიენური ჩვევების მქონე
** ინიციატივის მქონე
** შრომისმოყვარე
** პროფესიული განვითარების მზაობის მქონე სტრესულ/კრიზისულ სიტუაციებში სწრაფად მოქმედებისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარის მქონე

შერჩევის პროცედურა: ორგანიზაციის ელ. ფოსტაზე მიღებული დოკუმენტაციის განხილვა/შერჩევა

გასაუბრება:

კონკურსის შედეგად შერჩეული იქნება 10 კანდიდატი, რომელიც 1 თვის მანძილზე გაივლის ინტენსიურ ტრეინინგ კურსს. გადამზადებული 10 ადამიანიდან ასოციაცია ანიკაში დასაქმდება 8 კანდიდატი.

წარსადგენი დოკუმენტები:

** რეზიუმე CV
** შევსებული აპლიკაცია

განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა - 2017 წლის 26 აპრილი.

განაცხადები მიიღება ელ. ფოსტაზე - info@anika.ge | anikavacancy@gmail.com

ორგანიზაციის შესახებ:

ასოციაცია "ანიკა" არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლების მიერ 1997 წელს დაფუძნებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არასამთავრობო ორგანიზაცია. მისი მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უფლებების დაცვა და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის ხელშეწყობაა. ასოციაციის შემოსავლის წყარო არის გრანტები, სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობა, სოციალური მეწარმეობა, შემოწირულობები.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე