უმცროსი გაყიდვების მენეჯერი/ექსპერტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: უმცროსი გაყიდვების მენეჯერი/ექსპერტი
მომწოდებელი: კრედექსი
გამოქვეყნდა: 18 აპრ / ბოლო ვადა: 18 მაი
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრედექსი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი გაყიდვების მენეჯერის / ექსპერტის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კრედექსის პოტენციური მომხმარებლებისთვის საკრედიტო პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლებისთვის საკრედიტო პროდუქტების შეთავაზება;
** მომხმარებლებთან ადგილზე ვიზიტის დაგეგმვა და განხორციელება
** საკრედიტო განაცხადის მომზადება / კომიტეტზე წარდგენა

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, სასურველია ფინანსები, ეკონომიკა, მარკეტინგი, მენეჯმენტი, ტექნიკური სპეციალობები.
** სამუშაო გამოცდილება: სასურველია, მაგრამ არასავალდებულო გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel);
** მომხმარებლის მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, სწრაფი მომსახურება);
** ეფექტური გაყიდვების წარმოების უნარი;
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა, კონფიდენციალობის დაცვის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ, ემოციური წონასწორობა;
** ლოგიკური აზროვნება.

ანაზღაურება: ყოველთვიური ბონუსი, რომელიც განისაზღვრება გაყიდვების შედეგების შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@credex.com.ge

განცხადებების მიღების ვადა 2017 წლის 18 მაისამდე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე