პრობლემური სესხების ექსპერტი - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პრობლემური სესხების ექსპერტი - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 18 აპრ / ბოლო ვადა: 18 მაი
კომპანიის საქმიანობის სფეროა სხვადასხვა ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ვადაგადაცილებული, გაპრობლემებული სესხების დამუშავება, სასარჩელო/სააღსრულებო საქმის წარმოება. ჩვენი კომპანია დაკომპლექტებულია პროფესიონალი და კვალიფიციური სპეციალისტებით.

აღნიშნულ სამსახურში ვიწვევთ ენერგიულ, შრომისმოყვარე ახალგაზრდებს პრობლემური სესხების ექსპერტის პოზიციაზე თბილისში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.

მოვალეობები:

** ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის დამუშავება;
** დებიტორებთან (მსესხებლებთან) ურთიერთობა;
** კრედიტების კონტროლი;
** მსესხებლებთან სატელეფონო რეჟიმში ურთიერთობა;
** საჭიროების შემთხვევაში მსესხებლის საცხოვრებელ ადგილზე გასვლა;
** ხელმძღვანელობისთვის ყოველდღიური ანგარიშის წარდგენა.

მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გამართული მეტყველების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** მიზანდასახულობა;
** კომუნიკაბელურობა.

სამუშაო გრაფიკი 10:00-საათიდან 18:00-საათამდე.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ მაღალი ბონუსური სისტემით ანაზღაურებას, სწავლის საფასურის სრულად დაფინანსებას სხვადასხვა უნივერსიტეტსა თუ კოლეჯში. ულიმიტოდ ჩართულ მობილური ტელეფონის ნომერს; ანაზღაურებასთან ერთად სახელფასო დანამატებს სხვადასხვა კატეგორიებში, წამახალისებელ პროგრამებს, სისტემატიურ ტრენინგებს და კვალიფიკაციის ამაღლებას, კომფორტულ, მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: legal@pamagency.ge და სათაურის ("Subject") ველში მიუთითეთ იმ რეგიონის დასახელება, სადაც გსურთ დასაქმება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე