პროექტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: Villeroy & Boch
გამოქვეყნდა: 18 აპრ / ბოლო ვადა: 18 მაი
მულტი-ბრენდული შოურუმი "ბელ მეზონ"-ი (http://bellemaison.ge/) აცხადებს ვაკანსიას პროექტ მენეჯერის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაფიო მოთხოვნები და უნარები, რომლებსაც კანდიდატი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს თანამდებობაზე;
** გამოცდილება, კომპანიებთან ურთიერთობასა და მოლაპარაკებაში;
** საერთაშორისო კომპანიებთან მუშაობისა და შესყიდვების გამოცდილება;
** გამოცდილება ლოჯისტიკურ საკითხებში, შიდა და საერთაშორისო გადაზიდვებში;
** ანალიტიკური უნარები და ცოდნა, აქედან გამომდინარე მოკლე და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და მენეჯმენტისთვის წარდგენა;
** გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ, რუსულსა და ინგლისურ ენებზე;
** საოფისე პროგრამების (MS Office-ის) კარგად ცოდნა;

უპირატესობად ჩაითვლება:

** ჩვენს დარგში (მშენებლობა, რემონტი) მუშაობის გამოცდილება;
** საერთაშორისო კომპანიებთან მუშაობის გამოცდილება
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების კუთხით;

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური;
** დაკვირვებული და სხარტად მოაზროვნე;

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიებთან ურთიერთობა;
** პროექტებთან დაკავშირებული საერთაშორისო შესყიდვები, მასთან დაკავშირებული პროცედურული და ლოჯისტიკური საკითხების მოგვარება;
** მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავება, მენეჯმენტისთვის წარდგენა, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
** შოურუმში წარმოდგენილი ბრენდებისა და პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** მუდმივი ანალიზი, რეპორტინგი, ჩავარდნების დროული დაფიქსირება და მისი გამოსწორებისკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვა, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;

პირობები:

ანაზღაურება: 1300 ლარი +ბონუსები გაყიდვებიდან;
პროფესიული ზრდის რეალური შესაძლებლობა და დაწინაურების პერსპექტივა;
სამუშაო გრაფიკი: სრული, სამუშაო საათები: 10:00-19:00;
სამუშაო დღეების რაოდენობა: 5-6 დღე (თვეში 2 შაბათი დასვენება, 2 შაბათი -სამუშაო );

დამატებითი პირობები: გამოსაცდელი ვადა - ორი თვე (ანაზღაურებადი)

დამატებითი ინფორმაცია:

თბილისი, თორნიკე ერისთავის ქ. 2
ვებ-გვერდი: http://www.bellemaison.ge | http://www.facebook.com/bellemaisontbilisi & http://facebook.com/VilleroyandBochGeorgia

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: david@decorum.ge

კანდიდატები გაივლიან რამოდენიმე ეტაპიან გასაუბრებას.

სავალდებულოა: CV ფოტოსურათთან ერთად ქართულ ან ინგლისურ ენაზე და "subject"-ში მიუთითოთ "პროექტ მენეჯერის" პოზიცია.

გაითვალისწინეთ, რომ შემდგომი განხილვისათვის, რეზიუმე უნდა აკმაყოფილებდეს ზემოთ აღწერილ მოთხოვნებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე