ფინანსური დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ფინანსური დირექტორი
მომწოდებელი: m|group
გამოქვეყნდა: 15 აპრ / ბოლო ვადა: 13 მაი
სს "სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი ემ|გრუპ" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის პოზიციაზე.

ფინანსური დირექტორის ძირითადი მოვალეობები:

** ბუღალტრული განყოფილების, საფინანსო სამსახურის და F&B ანალიზისა და კონტროლის სამსახურის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ბუღალტრული აღრიცხვის სისტემის შემუშავება და დანერგვა;
** პასუხისმგებელია ბუღალტრულ ანგარიშებზე ასახული ოპერაციების აღრიცხვის სისტემასთან შესაბამისობაზე;
** მართვაში არსებული ობიექტებიდან/რესტორნებიდან ინფორმაციის დროული მოწოდების და აღრიცხვის კონტროლი;
** პასუხისმგებელია პირველადი ინფორმაციის ადეკვატურ და დროულ ასახვაზე სარესტორნო პროგრამაში;
** პასუხისმგებელია ობიექტებზე ინვენტარიზაციის შედეგების ადეკვატურობასა და შედეგებზე;
** კომპანიის სხვადასხვა სახელმწიფო, საგადასახადო და ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
** ფინანსური ინფორმაციის ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშგება;
** ფინანსური ანალიზის პრინციპებისა და სისტემის შემუშავება;
** მართვაში არსებული ობიექტების ხარჯების ოპტიმიზაცია;
** კომპანიის საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზაცია და გეგმიური პარამეტრების დაცულობა;
** F&B ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციები - მართვაში არსებულ ობიექტებში თვითღირებულების ოპტიმიზაციის მიმართულებებზე, კერძების გასაყიდი ფასების ოპტიმიზაციაზე;
** პასუხისმგებელია ახალი პროექტის შემთხვევაში ფინანსური რენტაბელობის დაგეგმვაზე და გეგმიური მაჩვენებლების ადეკვატურობაზე რეალობასთან;
** ფინანსური დაგეგმვის (მართვის) პოლიტიკის, მეთოდოლოგიის ფორმირება და განვითარება;
** ფინანსური და მართველობითი აღრიცხვა და ანგარიშგების პროცესის უზრუნველყოფა;
** ფინანსური გეგმების დაგეგმვისა და რეალიზების პროცესის კონტროლი;
** კომპანიის ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობის და მისი საქმიანობის შედეგების ანალიზი;
** დირექტორთა საბჭოსთვის ფინანსური გეგმების რეალიზების ანგარიშის წარდგენა;
** პროექტის და/ან ობიქეტის ფინანსური მდგომარეობის შეფასება;
** კომპენტენციის ფარგლებში ფასწარმოქნის საკითხის დაყენება;
** საწარმოს ლიკვიდურობის უზრუნველყოფა - ფულადი ნაკადებისა მართვა და გადარიცხვების კონტროლი;
** გადასახადების ადმინისტირების მონიტორინგი;
** საზოგადოებისა და სხვა ბიზნეს ერთეულებს შორის ურთიერთანგარიშსწორების კონტროლი;
** დებიტორებისა და კრედიტორების დინამიკის კონტროლი;
** ბანკებთან და სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან კავშირის დამყარება და ურთიერთობის წარმართვა;
** სახსრების დაბანდების, კრედიტების მიღებისა და დაფინანსების სხვა წყაროების გამოყენების შესახებ წინადადებების ვიზირება;

წარმატებული კანდიდატების მიმართ ძირითადი მოთხოვნებია:

** უმაღლესი ეკონომიკური განათლება
** მინიმუმ 3 წლიანი ხელმძღვანელად მუშაობის გამოცდილება
** საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ინგლისური ენის სრულყოფილი ფლობა
** კომუნიკაბელურობა
** კრიტიკულ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღების უნარი.

კომპანია თავის თანამშრომლებს სთავაზობს სასიამოვნო გარემოსა და განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mgroup.ge 2017 წლის 13 მაისამდე . გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განცხადი.

მადლობა დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე