ქეითერინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ქეითერინგის მენეჯერი
მომწოდებელი: m|group
გამოქვეყნდა: 15 აპრ / ბოლო ვადა: 13 მაი
სს "სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი ემ|გრუპ" აცხადებს ვაკანსიას ქეითერინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ქეითერინგის მენეჯერის ძირითადი მოვალეობებია:

1. ღონისძიების თავიდან ბოლომდე ხელმძღვანელობა:

** დამკვეთთან შეხვედრა/მოლაპარაკებების წარმოება
** მომსახურების და მენიუს შეთავაზება/გავლა
** ბიუჯეტის გაკეთება/დადასტურება
** შეკვეთის დისტრიბუცია/ გავლა სათანადო საამქროებთან და სამსახურებთან
** ღონისძიებისთვის საჭირო პერსონალის შეკრება
** ღონისძიებისთვის საჭირო ინვენტარის შეგროვება
** ღონისძიებისთვის საჭირო სატრანსპორტო საშუალებების მოგვარება
** ღონისძიების მსვლელობისას სერვისის კონტროლი
** ღონისძიების პროცესის ხელმძღვანელობა

2. ღონისძიებისთვის საჭირო ბაზის გაკეთება (ფასების მითითებით), მუდმივად განახლება:

** ღონისძიების ჩასატარებლად ადგილები, როგორც დახურული სივრცე - დარბაზი ასევე აუთდორ ადგილები
** საქირავებელი ინვენტარი
** საქირავებელი ტრანსპორტი
** მუსიკალური აპარატურა
** წამყვანები, მომღერლები
** პერსონალი
** დეკორატორები

3. გამოცხადებული ტენდერების, ფესტივალების კონტროლი, სათანადო საბუთების მომზადება და მონაწილეობის მიღება;
4. კორპორატიული ღონისძიებების შეთავაზება კომპანიებისთვის;
5. ივენთ-კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობა და ქეითერინგის სერვისის აქტიური შეთავაზება;
6. სამინისტროებთან, სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობა - შეთავაზებების გაკეთება;
7. კონკურენტების კვლევა;
8. ქეთერინგის ინვენტარის, საწყობის კონტროლი;
9. ქეითერინგის მენიუს განახლება/გადახალისება/სიახლეების შეტანა და ხელმძღვანელთან გავლა;
10. ღონისძიებაში ჩართული და ქეითერინგის თანამშრომლების ხელფასების მიწოდება კადრების დეპარტამენტისთვის;
11. ქეითერინგის პროექტის ყოველთვიური გეგმების განხილვა ფინანსურ დეპარტამენტთან ერთად;
12. ქეითერინგის პროექტის ყოველთვიური ბიუჯეტის ფინანსური დეპარტამენტისთვის მიწოდება;
13. ქეითერინგის პროექტის განვითარების მიზნით წინადადებების მიწოდება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** კრეატიულობა, კომუნიკაბელურობა, გამართული მეტყველება,
** სხარტი აზროვნების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: hr@mgroup.ge 2017 წლის 13 მაისამდე . გთხოვთ, დასახელებაში მიუთითოთ პოზიცია რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

მადლობა დაინტერესებისთვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე