სერვისცენტრის გაყიდვების ოპერატორი/რეზერვი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სერვისცენტრის გაყიდვების ოპერატორი/რეზერვი - ქუთაისი
მომწოდებელი: საქართველოს ფოსტა
გამოქვეყნდა: 14 აპრ / ბოლო ვადა: 30 აპრ
თანდართული ფაილი: 138953-gpost-app.zip
შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას სერვისცენტრის გაყიდვების ოპერატორის თანამდებობაზე ქუთაისში (რეზერვი).

ძირითადი მოვალეობები:

** სერვისცენტრის კლიენტებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევა;
** კლიენტებისათვის პროდუქტებზე/მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება და მათი საჭიროების ანალიზი და კონსულტაცია;
** არსებული პროდუქტების გაყიდვა;
** კლიენტების მაღალი სტანდარტით მომსახურება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ნებისმიერი პროფილით;
** სასურველია 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას.
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** MS პროგრამების ცოდნა;
** მონაცემთა ბაზებში მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** გამართულად მეტყველება;
** გუნდური მუშაობა;
** მონაცემთა ბაზებში სწრაფად მუშაობის უნარი.

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:

** ჯგუფური გასაუბრება ;
** ტესტირება;
** ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმესთან (CV) ერთად შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დავუკავშირდებით მხოლოდ შესაბამის კანდიდატებს, რომლებიც გამოგზავნიან სრულყოფილად შევსებულ განაცხადის ფორმას რეზიუმესთან ერთად.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 30.04.2017
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე