მოლარე - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მოლარე - ბათუმი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 14 აპრ / ბოლო ვადა: 5 მაი
კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა და 18 წელზე მეტია საქართველოს ბაზარზე კვების მრეწველობის მიმართულებით უცვლელი ლიდერია. ჰოლდინგი ცამეტი შვილობილი კომპანიისგან შედგება, რომლებიც უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობენ; როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო და მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით, საკალმახე მეურნეობა, მწყრის ფერმა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში.

კომპანია "ნიკორა" მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიაა, რომლის პრიორიტეტებია: მომხმარებლისათვის გაწეული მაღალი ხარისხის მომსახურება, მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი. "ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 4000-მდე თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე http://www.nikora.ge

სს "ნიკორა"-ს შვილობილი კომპანია შპს "ნიკორა ტრეიდი"რომელიც ფლობს სუპერმარკეტების მრავალრიცხოვან ქსელს საქართველოს მასშტაბით აცხადებს ვაკანსიას მოლარეს პოზიციაზე ბათუმში.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველიაუმაღლესი განათლება;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია უცხო ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და პროდუქტის შერჩევაში დახმარების გაწევა;
** სალაროსთან არსებული პროდუქციის განწილება და ვადების კონტროლი;
** სიახლეებისა და აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** სალაროს გატარებების წარმოება;
** კორპორატიული მომხმარებლისთვის ზედნადების ატვირთვა;
** ცვლის დახურვა Z ანგარიშით (სალარო აპარატით, პროგრამულად და ტერმინალით) ;
** პროდუქციის ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
** არითმეტიკული ოპერირების უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2017 წლის 5 მაისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: nlolua@nikoratrade.ge. ვაკანტური თანამდებობის მითითება ელექტრონული ფოსტის სათაურში აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე