დარბაზის ადმინისტრატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დარბაზის ადმინისტრატორი - ბათუმი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 14 აპრ / ბოლო ვადა: 5 მაი
კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა და 18 წელზე მეტია საქართველოს ბაზარზე კვების მრეწველობის მიმართულებით უცვლელი ლიდერია. ჰოლდინგი ცამეტი შვილობილი კომპანიისგან შედგება, რომლებიც უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობენ; როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო და მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით, საკალმახე მეურნეობა, მწყრის ფერმა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში.

კომპანია "ნიკორა" მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიაა, რომლის პრიორიტეტებია: მომხმარებლისათვის გაწეული მაღალი ხარისხის მომსახურება, მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი. "ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 4000-მდე თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე http://www.nikora.ge

სს "ნიკორა"-ს შვილობილი კომპანია შპს "ნიკორა ტრეიდი", რომელიც ფლობს სუპერმარკეტების მრავალრიცხოვან ქსელს საქართველოს მასშტაბით აცხადებს ვაკანსიას დარბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე ბათუმში.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, (სასურველია მენეჯმენტის ან/და მარკეტინგის მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია, უცხო ენი სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** სასაურველია, სერტიფიკატები შემდეგი მიმართულებით: ლიდერობა, სერვის პლუსი, კომუნიკაცია, კონფლიქტების მართვა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** პრაქტიკაზე მყოფი პირების სწავლება და ახალი თანამშრომლის ადაპტაციის პროცესის ხელშეწყობა;
** სავაჭრო დარბაზში თაროების პროდუქციით დროულად შევსება, განლაგება (ყველა აუცილებელი წესის დაცვა) და პროდუქციის ვადების მკაცრი კონტროლი;
** სავაჭრო დარბაზში წარმოდგენილი პროდუქტის შესაბამისი ფასმაჩვენებლების არსებობის კონტროლი და დროულად განახლების უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა;
** უშუალო ხელმძღვანელთან ერთად შესაკვეთი პროდუქციის რაოდენობის სწორად განსაზღვრა;
** მომწოდებლების მიერ პროდუქციის დროულად მოწოდების კონტროლი.
** მისაბრუნებელი პროდუქციის სწორად განსაზღვრა და მიბრუნების უზრუნველყოფა;
** დღიური გაყიდვებისა და ნაშთების პროგრამული კონტროლი;
** აღწერების სწორად წარმოება და ნაშთების კონტროლი;
** სავაჭრო დარბაზში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მონიტორინგი;
** ტექნიკური და სხვა ხარვეზის შექმნის შემთხვევაში შესაბამისი დროული რეაგირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის დაკონტროლის უნარი;
** დროისა და საქმის ოპტიმალურად განაწილებისუნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი
** ლიდერის უნარ-ჩვევები;
** კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2017 წლის 5 მაისამდე შემდეგ მისამართზე - nlolua@nikoratrade.ge. ვაკანტური თანამდებობის მითითება ელექტრონული ფოსტის სათაურში აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე