მაღაზიის საწყობის თანამშრომელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მაღაზიის საწყობის თანამშრომელი - ბათუმი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 14 აპრ / ბოლო ვადა: 5 მაი
კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა და 18 წელზე მეტია საქართველოს ბაზარზე კვების მრეწველობის მიმართულებით უცვლელი ლიდერია. ჰოლდინგი ცამეტი შვილობილი კომპანიისგან შედგება, რომლებიც უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობენ; როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო და მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით, საკალმახე მეურნეობა, მწყრის ფერმა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში.

კომპანია "ნიკორა" მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიაა, რომლის პრიორიტეტებია: მომხმარებლისათვის გაწეული მაღალი ხარისხის მომსახურება, მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი. "ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 4000-მდე თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე http://www.nikora.ge

სს "ნიკორა"-ს შვილობილი კომპანია შპს "ნიკორა ტრეიდი", რომელიც ფლობს სუპერმარკეტების მრავალრიცხოვან ქსელს საქართველოს მასშტაბით აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის საწყობის თანამშრომლის (ბიჭი) პოზიციაზე ბათუმში.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია სასაწყობე მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება, სწორად მითვლა და სასაქონლო სახის კონტროლი;
** პროდუქციის დასაწყობება ყველა აუცილებელი წესის დაცვით:
** პროდუქცის ვადების მუდმივი კონტროლი;
** საწყობში არსებული მარაგების კონტროლი და პროდუქციით შევსების დროული უზრუნველყოფა;
** საწყობიდან დარბაზში პროდუქციის გადაწერის უზრუნველყოფა და შესაბამისი აღწერის წარმოება;
** საჭიროების შემთხვევაში, სავაჭრო დარბაზის პროდუქციით მომარაგება;
** საწყობში ინვენტარიზაციის სწორად წარმოება;
** სანიტარული ნორმების მკაცრად დაცვა;
** გადაცემული მატერიალური ფასეულობის (პროდუქცია) მოვლა და შენახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პუნქტუალური;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** არითმეტიკული ოპერირების უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2017 წლის 5 მაისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: nlolua@nikoratrade.ge. ვაკანტური თანამდებობის მითითება ელექტრონული ფოსტის სათაურში აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე