გაყიდვების კონსულტანტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი - ბათუმი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 14 აპრ / ბოლო ვადა: 5 მაი
კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა და 18 წელზე მეტია საქართველოს ბაზარზე კვების მრეწველობის მიმართულებით უცვლელი ლიდერია. ჰოლდინგი ცამეტი შვილობილი კომპანიისგან შედგება, რომლებიც უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობენ; როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო და მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით, საკალმახე მეურნეობა, მწყრის ფერმა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში.

კომპანია "ნიკორა" მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიაა, რომლის პრიორიტეტებია: მომხმარებლისათვის გაწეული მაღალი ხარისხის მომსახურება, მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი. "ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 4000-მდე თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე http://www.nikora.ge

სს "ნიკორა"-ს შვილობილი კომპანია შპს "ნიკორა ტრეიდი", რომელიც ფლობს სუპერმარკეტების მრავალრიცხოვან ქსელს საქართველოს მასშტაბით აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ბათუმში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და პროდუქტის შერჩევაში დახმარების გაწევა;
** პროდუქციასთან დაკავშირებით, მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
** მაღაზიის დარბაზში პროდუქციის განაწილება და მოწესრიგება;
** წარმოდგენილი პროდუქციის ვადების კონტროლი;
** პროდუქციის ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა.

ძირითადიმოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
** საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2017 წლის 5 მაისამდე.

გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: nlolua@nikoratrade.ge

ვაკანტური თანამდებობის მითითება ელექტრონული ფოსტის სათაურში აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე