დემი შეფ დე პარტიე/მზარეული - ყაზბეგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დემი შეფ დე პარტიე/მზარეული - ყაზბეგი
მომწოდებელი: Rooms Hotel Kazbegi
გამოქვეყნდა: 14 აპრ / ბოლო ვადა: 13 მაი
"სასტუმრო რუმს ყაზბეგი" განლაგებულია სტეფანწმინდაში. სასტუმროს ინტერიერი გადაწყვეტილია კლასიკურ, მთის ესთეტიკაში სადაც დომინირებს ბუნებრივი მასალები როგორიცაა ხე და ტყავი. შეუდარებელი ლანდშაფტი სასტუმროს 156 ოთახის ინტერიერის განუყოფელი ნაწილია. თერიტორიაზე განთავსებული გამაჯანსაღებელი სივრცე ხაზს უსვავს ალპურ განწყობას, სადაც სტუმრებს შეუძლიათ ისიამოვნონ დახურული საცურაო აუზით და პარალელურად დატკბნენ პანორამული ფანჯრებიდან დანახული საოცარი ხედით. მთიანი მიდამოს უკეთ შესაგრძნობად სტუმრებს აქვთ საშუალება გამოცადონ სხვადასხვა გარე აქტივობები, როგორიცაა ცხენით, კვადროციკლით თუ მთის ველოსიპედით სეირნობა.

პოზიციის სახელწოდება: დემი შეფ დე პარტიე / მზარეული
განყოფილება: სამზარეულო
მოახსენებს: შეფ მზარეულს

სამუშაოს მიზანი:

მოამზადოს საკვები პროფესიონალურ სამზარეულოში. მოახდინოს, შეინარჩუნოს და უზრუნველყოს სამზარეულოში მაღალი დონის სერვისით მოქმედება, რათა გაზარდოს და გადააჭარბოს სტუმართა მოლოდინი. მოამზადოს საკვები სასტუმროს სტანდარტებისა და აღმასრულებელი შეფ-მზარეულის დირექტივების მიხედვით.

ძირითადი მოვალეობები:

** აკონტროლოს საჭირო პროდუქტის ხარისხი და რაოდენობა;
** გააკონტროლოს და უზრუნველყოს საკვების დახარისხება, შენახვა, ტემპერატურის და ვარგისიანობის აღმნიშვნელი სტიკერების შემოწმება სასტუმროს სტანდარტის მიხედვით;
** შეინარჩუნოს სამართლიანი დისციპლინა სამზარეულოს დეპარტამენტში;
** შეასრულოს და დაიცვას კომპანიის მიერ დადგენი ყველა სტანდარტი და პროცედურა ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და ჰიგიენური სტანდარტების მიხედვით, რაშიც შედის სამუშაო ადგილის სისუფთავის უზრუნველყოფაც;
** დაიცვას დანების, ბურღის და სხვა ინსტრუმენტების მოხმარების პროცედურა;
** იყოს მოქნილი და საჭიროებისამებრ გაუწოს დახმარება სასტუმროს სხვა და სხვა დეპარტამენტის თანამშრომლებს;
** იყოს მისაბაძი თითოეული თანამშრომლისთვის, დააფასოს და პატივი სცეს სასტუმროს შიდა ფასეულობებს, რათა მიაღწიოს დადებითი, ურთიერთპატივისცემის მქონე, მონდომებული და ერთსულოვანი გუნდის
** წარმატებულად მართვას;
** დაესწროს და მიიღოს მონაწილეობა სემინარებსა და კვალიპიკაციის ასამაღლებელ კურსებში სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე;
** პასუხისგებლობით მოეკიდოს კომპანიის შინაგანაწესს.

დამატებითი მოვალეობები:

** გააჩნდეს საბაზისო ცოდნა და უნარები ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების კუთხით;
** დაიცვას საერთაშორისო საკვების უსაფრთხოების სტანდარტები;

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა გახლავთ 13 მაისი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ კვალიფიციურ კანდიდატებთან. გთხოვთ, რეზიუმე გადმოაგზავნოთ ფოტოსურათთან ერთად მეილზე: hr.kazbegi@roomshotels.com და გთხოვთ, მეილში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

მოცემული სამუშაო აღწერილობა შეიძლება შეიცვალოს/დაკორექტირდეს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე