ჯგუფური ჯავშნების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ჯგუფური ჯავშნების მენეჯერი
მომწოდებელი: ტურისტული კომპანია
გამოქვეყნდა: 14 აპრ / ბოლო ვადა: 30 აპრ
გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ვაკანსიას და გამოაგზავნოთ რეზიუმე მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი გამოცდილება შეესაბამება კომპანიის მოთხოვნას, რეზიუმეები რომლიც ვაკანსიის მოთხოვნებს არ შეესაბამება, არ განიხილება!

გასაუბრება ჩატარდება 3 ენაზე: ქართული, ინგლისური და რუსული.

საერთაშორისო ტურისტული კომპანია, აცხადებს ვაკანსიას ჯგუფური ჯავშნების მენეჯერის პოზიციაზე.

თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა წარმოაჩინოთ თქვენი ცოდნა და უნარები, შეიძინოთ გამოცდილება და მიიღოთ თქვენი შრომისა და კვალიფიკაციის შესაბამისი მაღალი ანაზღაურება.

თანამდებობის შესახებ: მოცემულ პოზიციაზე მომუშავე პირი იმუშავებს პროდუქტების შექმნაზე და ასევე ახალი შეკვეთებისთვის პრეზენტაციის და კალკულაციის მომზადებაზე. ჯგუფის დამტკიცების შემთხვევაში , შემდგომი საოპერაციო პროცესების მართვაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მიმართულებების დამუშავება კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად, ტურისტული პროდუქტის შექმნა, შეთავაზების მომზადება, განფასების კალკულაცია. სასტუმროს დაჯავშნა, ტრანსპორტირება; სხვა ტურისტულ პროდუქტთან დაკავშირებული სერვისით უზრუნველყოფა, კლიენტებთან ურთიერთობა, კლიენტების ანგარიშების მართვა.
**ადგილობრივ პარტნიორებთან ურთიერთობა; მიმოწერა, შეხვედრები, ინვოისების გამოწერა; მონაცემთა ბაზის მართვა, კომპანიის პროგრამაში მუშაობა.

კომპანიის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (პროფესიული არ არის სავალდებულო)
** შესაბამის სფეროში მუშაობის 2 წლის გამოცდილება
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა, გამართული კორესპონდენციის ცოდნა მითითებულ ენებზე.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა
** ურთიერთობისა და მოლაპარაკების უნარი
** საჭიროების შემთხვევაში, საკითხების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი
** საქმის მაღალ დონეზე ორგანიზების უნარი.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათ-პარასკევს 10.00-დან 19.00 საათამდე; შაბათს 10.00-დან 15.00 საათამდე.
ხელფასი: ფიქსირებული თანხა 2000 ლარი და ბონუსი. გამოსაცდელი ვადა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა 2017 წლის 30 აპრილამდე გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: to.travelagency@client.jobs.ge

კომპანია გატყობინებთ, რომ დავუკავშირდებით წარმატებულ კანდიდატებს და მოვიწვევთ გასაუბრებაზე. ასევე მოვითხოვთ პროდუქტის პრეზენტაციის ჩატარებას გასაუბრებისას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე