მშენებელ-კონსტრუქტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მშენებელ-კონსტრუქტორი
მომწოდებელი: KTW დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 13 აპრ / ბოლო ვადა: 15 მაი
შპს "კა ტე ვე დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას მშენებელ-კონსტრუქტორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი - სრული
ვაკანსიის რაოდენობა - 1
გამოსაცდელი ვადა - 3 თვე

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამშენებლო წინადადებების განხილვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება;
** შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა, დეტალური გამოკვლევა, ვიზუალური შეფასება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დასაბუთების მომზადება;
** შენობა-ნაგებობების გამაგრება-გაძლიერების პროექტების კონსტრუქციული ნაწილის დამუშავება (საანგარიშო სქემის შედგენა, სტატისტიკურ და დინამიკურ დატვირთვაზე ანგარიში);
** შენობა-ნაგებობების პროექტების კონსტრუქციული ნაწილის ექსპერტიზა;
** საპროექტო დოკუმენტაციის, კერძოდ კონსტრუქციული ნაწილის ტექნიკური დოკუმენტაციის შექმნა - დამუშავება, კონსტრუქციული გაანგარიშება და სამშენებლო კონსტრუქციული კვანძების მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით დამუშავება.
** მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესში, საპროექტო ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მომზადება, ინვენტარითა და ტექნიკით მომარაგება/აღჭურვის პროცესის მართვა;
** თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მშენებლობის განხრით (მინიმუმ ბაკალავრი, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);
** სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2-3 წლიანი გამოცდილება.
** საოფისე პროგრამების ცოდნა: ArchiCAD, AutoCAD, Microsoft Office Excel
** Microsoft Office Outlook, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Word,

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

** კრეატიულობა
** ორგანიზებული
** პუნქტუალური
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ CV ფოტოსურათით, არაუგვიანეს 2017 წლის 15 მაისამდე შემდეგ ელ-მისამართზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მშენებელ/კონსტრუქტორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება. გთხოვთ, CV დაასათაუროთ თქვენი სახელით და გვარით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე