განვადების მენეჯერი - ზესტაფონი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: განვადების მენეჯერი - ზესტაფონი
მომწოდებელი: ლიბერთი ბანკი
გამოქვეყნდა: 12 აპრ / ბოლო ვადა: 24 აპრ
ლიბერთი ბანკი - ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და ამბიციური ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას განვადების მენეჯერის პოზიციაზე ზესტაფონში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** არ არის აუცილებელი კანდიდატს ჰქონდეს სამუშაო გამოცდილება;
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მიღებული სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერზე მუშაობის დახვეწილი უნარ-ჩვევები (MS Word, MS Excel)

ძირითადი მოვალეობები:

** ლიბერთი ბანკის სხვა და სხვა პარტნიორ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში ბანკის პოტენციურ და არსებული კლიენტებზე საგანვადებო მომსახურების გაწევა;
** განვადების პროგრამაში განაცხადის შევსება და საკრედიტო რისკების ჯგუფთან გადაგზავნა;
** განვადების გაცემა;
** ჯვარედინი პროდუქტების შეთავაზება ბანკის პოტენციურ და არსებული კლიენტებისთვის.

პიროვნული უნარები:

** კარგი ორგანიზაციული, წერითი და ინტერპერსონალური თვისებები;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და პრინციპულობა;
** კომუნიკაბელურობა
** დარწმუნების უნარი;
** ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
** სისხარტე;
** პრეზენტაციის წარმართვის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა.

სამუშაო პირობები:

** სრული სამუშაო განრიგი;
** ანაზღაურება ფიქსირებული-დარიცხული 188 ლარი, დამატებული გამომუშავებული ბონუსები თითო გაცემული განვადებიდან;
** განვადების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის 12 თვიანი პერიოდის შემდეგ მოხდება დასაქმებული კანდიდატების კარიერული წინსვლა;

როგორ მოგვმართოთ: დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge არაუგვიანეს 2017 წლის 24 აპრილამდე. გთხოვთ, თქვენს CV მიანიჭოთ სახელი-გვარი, საგანში (subject line) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება და ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

შეტყობინება:

ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე