ტენდერი სათამაშო ინვენტარის შესყიდვაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი სათამაშო ინვენტარის შესყიდვაზე
მომწოდებელი: Deutsche Internationale Schule Tbilissi
გამოქვეყნდა: 20 მარ / ბოლო ვადა: 3 აპრ
თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა თბილისში ბაგების ტერიტორიაზე სკოლის კამპუსს აშენებს.

მშენებლობის დამკვეთი ეძებს დაინტერესებულ კომპანიებს, რომლებიც მზად არიან ქვემოთ მითითებული სამუშაოები შეასრულონ და კონკურსში მიიღონ მონაწილეობა.

** მშენებლობის მიზანი: თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლისთვის და მასთან არსებული ბაღისთვის ახალი შენობის აშენება.
** მშენებლობის დამკვეთი: თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის დაფუძნებისა და მხარდაჭერის კავშირი.
** მიწის ნაკვეთი: 8.298 კვ.მ, წყნეთის გზატკეცილი, საკადასტრო კოდი: 01.14.06.007.067
** შენობით მოსარგებლე: თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა.
** მშენებლობის დასაწყისი: 2017 წლის აპრილის დასაწყისი/აპრილის შუა რიცხვები.
** შენობის დასრულების ვადა: სათამაშო ინვენტარის დამონტაჟება უნდა დასრულდეს 2017 წლის 15 ივლისამდე.
** სამუშაოს აღწერა: სათამაშო ინვენტარის მიწოდება, აწყობა და დამონტაჟება სკოლის კამპუსის ეზოში.

შესასრულებელი სამუშაო: სათამაშო ინვენტარის მიწოდება, აწყობა და დამონტაჟება საერთაშორისო ნორმების დაცვით

გადახდის ფორმა:

** წინასწარი გადახდის გარეშე
** ყოველი თვის ბოლოს შესრულებული სამუშაო აღიწერება და ჩაბარდება, ამის შემდეგ ქვითრის გაცემიდან 30 დღეში მოხდება თანხის გადახდა. პირველი გადახდა მოხდება მინიმუმ 2 თვეში.

ტენდერში მონაწილოებისთვის აუცილებელი მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 მსგავსი დასრულებული პროექტი - მსგავსი სიდიდის და იმავე დროში, ან უფრო დიდი და უფრო მოკლე დროში.
** მინიმუმ 5 წელი სამუშაო გამოცდილება.
** ევროპული/საერთაშორისო უსაფრთხოების ნორმების დაცვით მუშაობის გამოცდილება.
** საერთაშორისო უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

დაინტერესებულ ფირმებს მოთხოვნის საფუძველზე გავუგზავნით შემდეგ დოკუმენტაციას.

** გეგმები
** შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა
** ხელშეკრულების ნიმუში

ამისათვის მიმართეთ: გიორგი ხუბულური, verwaltung@deutscheschule.ge

გთხოვთ ყველა დოკუმენტაცია დეტალურად შეისწავლოთ და თქვენი შემოთავაზება დახურულ კონვერტში ორშაბათის ჩათვლით - 2017 წლის 3 აპრილი (18:00 სთ-მდე), შემდეგ მისამართზე მოგვაწოდოთ:

თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა
ბატონი გიორგი ხუბულური
ლვოვის ქ. 56
0160 თბილისი/საქართველო

წარწერით: "კონფიდენციალური ტენდერი-შემოთავაზება- გთხოვთ არ გახსნათ"

წარმოსადგენი დოკუმენტაციის სია:

** ფირმის პრეზენტაცია.
** რეკომენდაციების სია მშენებლობის დამკვეთის საკონტაქტო ტელეფონის ნომრებითა და რეკომენდაციებით.
** ფირმის რეგისტრაციის შესახებ ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
** წლიური ბრუნვის დეკლარაცია.
** დასტური ფინანსთა სამინისტროდან, რომ კომპანიას არ აქვს საგადასახო დავალიანება.
** ხარჯთაღრიცხვები (ამობეჭდილი, შევსებული და ხელმოწერილი).
** ხარჯთაღრიცხვები (ელექტრონული სახით Excel-ის ფორმატში CD დისკზე).

გთხოვთ თქვენი შემოთავაზება კონფიდენციალურობიდან გამომდინარე ელექტრონული ფოსტით არ გამოაგზავნოთ!

ტენდერის მიმდინარეობისას შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ:

ანდრე ნიკიშ
ჯი ეი ნიკიშ, გერმანული არქიტექტურა & დიზაინი
თამარაშვილის ქ. 13, კორპუსი 7, ბინა 1
თბილისი, საქართველო
ტელეფონი: 595596354
ელ.ფოსტა.: a.niekisch@ganiekisch.ge

გთხოვთ შემოთავაზების დამუშავებისას ყურადღება მიაქციოთ შემდეგ ზოგად მითითებებს:

დამუშავების დრო: 2 კვირიანი დამუშავების დრო რომ დაიცვათ, უმჯობესია თქვენს მომწოდებლებს/მწარმოებლებს ფასების დასადგენად დაუყოვნებლივ დაეკონტაქტოთ, რათა მათ დროულად მოგაწოდონ ინფორმაცია ფასების შესახებ.

ფასის ფიქსაცია: თქვენი შემოთავაზების ფასი ხელშეკრულების/მშენებლობის მთელი დროის განმავლობაში უნდა შენარჩუნდეს. ცვლილებები დაუშვებელია. ამიტომ გირჩევთ თქვენი მომწოდებლებისგან სტაბილური ფასის გარანტია მოითხოვოთ.

ვალუტის ცვლილების რისკ-ფაქტორი: ვალუტის ცვლილების რისკ-ფაქტორი რომ არ შეგექმნათ, შეგიძლიათ გარკვეული პოზიციები ხარჯთაღრიცხვაში ევროში მიუთითოთ. მაგრამ ასეთი პოზიციები უნდა იყოს გამონაკლისი და მხოლოდ იმ საქონელს უნდა შეეხოს, რომელსაც თქვენ ევროში შეიძენთ და ამის დადასტურების წარდგენაც შეგიძლიათ. ამისთვის ხარჯთაღრიცხვაში მითითებულია ევროს გრაფა. შემოთავაზებების შედარება რომ შევძლოთ გთხოვთ, ევროში მითითებული თანხა ლარებშიც გადაიყვანოთ და ამისთვის სავარაუდო გაცვლითი კურსი 1 ევრო=2,7 ლარი გამოიყენოთ. მოგვიანებით, გადახდის დროს აქტუალური გაცვლითი კურსი იქნება გამოყენებული.

გადახდის გზა: წინასწარი გადახდა არ მოხდება. ინვოისები მომზადდება და წარმოადგენთ ყოველთვიურად, მაქსიმუმ 4 კვირის გადახდის ვადით.

სამშენებლო დრო: სათამაშო ინვენტარის დამონტაჟების ბოლო ვადაა 2017 წლის 15 ივლისი, რადგანაც სკოლა ახალი სასწავლო წლისთვის მზად უნდა იყოს. ამიტომ დაგვიანება ხელშეკრულებაში გათვალისწინებული სოლიდური ჯარიმით ანაზღაურდება.

გარანტია: ხელშეკრულების §13 თავის მიხედვით ტენდერის გამარჯვებულმა უნდა წარმოადგინოს გარანტია (საბანკო, სადაზღვევო, იპოთეკა) ხელშეკრულების თანხის 5% ოდენობით 3 წლის ვადით.

სატენდერო მოლაპარაკება: გთხოვთ საბუთები სრულყოფილად დაამუშაოთ, რადგან გერმანული სატენდერო მოლაპარაკებების წესები დაუშვებელს ხდის შეთავაზების წარდგენის შემდეგ ფასის ან პირობის შეცვლის შესაძლებლობას, ანუ პირობები, რომლებიც უკვე შეტანილია ხელშეკრულების ნიმუშში აღარ შეიცვლება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე