ტენდერი ვადაგადაცილებული დებიტ. დავალიანებების შესყიდვაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი ვადაგადაცილებული დებიტ. დავალიანებების შესყიდვაზე
მომწოდებელი: TWINO
გამოქვეყნდა: 20 მარ / ბოლო ვადა: 28 მარ
შპს "ტვინო" (შემდგომში "კომპანია") არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (საიდენტიფიკაციო კოდი: 401993606), რომელიც გასცემს სწრაფ, არაუზრუნველყოფილ სესხებს ვებ-გვერდების http://www.netcredit.ge და http://www.moneza.ge გამოყენებით. კომპანია საქართველოში 2014 წლიდან ფუნქციონირებს.

კომპანიას სურს მის პორტფელში შემავალი ვადაგადაცილებული დებიტორული დავალიანებების ნაწილის (შემდგომში "პორტფელი") რეალიზაცია და იწვევს კომპანიებს, რათა გამოხატონ ინტერესი პორტფელის შესაძენად (შემდგომში "კანდიდატები"). დაინტერესებულ კანდიდატებს მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია აღნიშნული დებიტორული დავალიანებების შესახებ, მათ შორის ვადა გადაცილების პერიოდი და სხვა მახასიათებლები.

ინტერესთა გამოხატვის პროცესში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, კანდიდატებმა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები:

** კანდიდატის რეკვიზიტები, კერძოდ: საფირმო სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო ნომერი, რეგისტრაციის მისამართი, ხელმძღვანელი პირის სახელი და გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია;
** კომპანიის შესახებ ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან.

იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ზემოთხსენებულ ინფორმაციას არ წარმოადგენს ინტერესის გამოხატვის შესახებ განცხადების წარმოდგენისას, ან წარმოადგენს არასრულად, მისი კანდიდატურა არ განიხილება. აგრეთვე, არ განიხილება ვადის დარღვევით წარმოდგენილი განაცხადები. კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმია მათ მიერ წარმოდგენილი შეძენის ფასი - დებიტორული დავალიანებების საერთო ღირებულების გარკვეული პროცენტი. იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი კანდიდატი წარმოადგენს ერთნაირ წინადადებას (შეძენის ფასს), კომპანია ამ განაცხადების წარმომდგენ კანდიდატებს განუსაზღვრავს დამატებით ვადას გაუმჯობესებული წინადადებების წარმოსადგენად.

თითოეულ პორტფელში შემავალი დებიტორული დავალიანებების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივად (ერთ ლოტად).

ინტერესთა გამოხატვის შესახებ განაცხადი კომპანიას უნდა წარედგინოს არა უგვიანეს 2017 წლის 28 მარტისა მის ოფისში, რომელიც მდებარეობს შემდეგ მისამართზე: აკაკი წერეთლის გამზირი N118, მე-10 პავილიონი, მე-2 სართული, თბილისი, საქართველო ან ელექტრონული სახით შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: zviadi.Aitsuradze@twino.ge / Bachana.Rapava@twino.ge

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ: ბაჩანა რაფავა Bachana.Rapava@twino.ge
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე