ერთიანი ეროვნ. სამაგისტრო გამოცდებისთვის მოსამზად. პროგრამა
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ერთიანი ეროვნ. სამაგისტრო გამოცდებისთვის მოსამზად. პროგრამა
მომწოდებელი: საქართველოს უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 20 მარ / ბოლო ვადა: 31 მარ
თანდართული ფაილი: 136782-application-form.zip
საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლაში ფუნქციონირება განაახლა ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდებისთვის მოსამზადებელმა პროგრამამ.

სწავლების ინტენსიურობა- კვირაში 10 საათი
წაკითხულის გააზრება: 2 საათი, ანალიტიკური წერა -3 საათი
ზოგადი უნარები (ვერბალური და მათემატიკური) -კვირაში 5 საათი

პროგრამა შედგენილია ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდის მოთხოვნების შესაბამისად და თანამედროვე დასავლური სტანდარტების გათვალისწინებით.

სრული პაკეტის ღირებულება შეადგენს 550 ლარს. შესაძლებელია ცალკეული მოდულის აღება (წაკითხულის გააზრება + ანალიტიკური წერა- კვირაში 5 საათი ან ზოგადი უნარები-კვირაში 5 საათი. ამ შემთხვევაში ერთი მოდულის ღირებულება შეადგენს 300 ლარს.)

პროგრამაზე დარეგისტრირებისთვის შეავსეთ აპლიკაციის ფორმა და გადმოაგზავნეთ მისამართზე: mtsereteli@ug.edu.ge ან t.gudushauri@ug.edu.ge

აპლიკაციების მიღების ვადა 20 მარტიდან 31 მარტამდე.

სწავლა დაიწყება 3 აპრილს და გაგრძელდება 26 ივნისამდე (შუალედური და დასკვნითი გამოცდის ჩათვლით).

დამატებითი ინფორმაციისთვის მიაკითხეთ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლას მისამართზე: კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, VI სართული, ოთახი 621/623
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე