სამაგისტრო პროგრამა - სტრატეგიული კომუნიკაცია, PR
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სამაგისტრო პროგრამა - სტრატეგიული კომუნიკაცია, PR
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 20 მარ / ბოლო ვადა: 20 აპრ
კავკასიის მედიის სკოლა აცხადებს მიღებას სოციალური მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე - სტრატეგიული კომუნიკაცია (პიარი).

სტრატეგიული კომუნიკაციის (პიარის) პროგრამის დასრულების შემდეგ შეგეძლებად იმუშაოთ საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის და რეკლამის მიმართულებით, როგორც კერძო სექტორში, ასევე საჯარო დაწესებულებებშიც. ამას გარდა, თქვენ გაქვთ პერსპექტივა გახდეთ მკვლევარი, კონსულტანტი ან პედაგოგი. პროგრამის ავტორია კავკასიის მედიის სკოლის პროფესორი ზურაბ ბიგვავა.

მედიის სკოლის სამაგისტრო პროგრამა განკუთვნილია პროფესიონალთა იმ წრისთვის, ვისაც მიღებული აქვს საბაკალავრო განათლება.
პროგრამის ხანგრძლივობა 2 წელი. სწავლების დასაშვები ხანგრძლივობა 5 წლამდე.
სამაგისტრო პროგრამის საფასური - წელიწადში 4 950 ლარი. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ თანხა გადაიხადონ ფინანსურ დეპარტამენტთან შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.

სწავლის დაფინანსება შესაძლებელია CU გრანტით. CU გრანტი ეს არის 50%-იანი დაფინანსება სამაგისტრო პროგრამის სრულ ღირებულებაზე, რომლის მოპოვება შესაძლებელია, თუ აპლიკანტი:

** არის ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული
** და აქვს ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი.

კურსზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის ლექციები ტარდება საღამოს, 19:00-22:00 ან შაბათს, დღის განმავლობაში.

თუ გსურთ ჩვენთან ისწავლოთ:

** უნდა ჩააბროთ საერთო სამაგისტრო გამოცდა - A ტიპის ტესტი და გადალახოთ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;
** უნდა გაიაროთ საუნივერსიტეტო გასაუბრება.

მოთხოვნები:

შეავსეთ ონლაინ რეგისტრაციის ფორმა. ქვემოთ მითითებული საბუთები კი წარმოადგინეთ კავკასიის უნივერსიტეტში: ანა პოლიტკოვსკაიას 10 (ყოფ. ჯიქიას ქ.)

** სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 250 სიტყვას;
** პირადობის მოწმობის ასლი;
** 4 ცალი ფოტოსურათი (საპასპორტო ზომის);
** ბაკალავრის დიპლომის ასლი ან ცნობა სასწავლებლიდან, რომ სწავლობს ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე (უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს თან უნდა ახლდეს ცნობა ავთენტურობის შესახებ);
** სამხედრო მიწერის ასლი (ვაჟებისათვის);
** სარეკომენდაციო წერილი (ქართულ ან ინგლისურ ენაზე);
** რეზიუმე (როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე);
** წარმოადგინეთ საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

საკონტაქტო პირები:

ნინო ჟიჟილაშვილი, კავკასიის მედიის სკოლის დეკანი
ტელ: 237 77 77 (შიდა: 155)
ელ.ფოსტა: nzhizhilashvili@cu.edu.ge

სალომე მათიაშვილი, კავკასიის მედიის სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი
ტელ: 237 77 77 (შიდა: 201)
ელ.ფოსტა: smatiashvili@cu.edu.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე