სახელმწიფო მართვის სამაგისტრო პროგრამა
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სახელმწიფო მართვის სამაგისტრო პროგრამა
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 20 მარ / ბოლო ვადა: 20 აპრ
კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამებზე ორი სპეციალობით:

1. დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები
2. საჯარო მმართველობა

რატომ უნდა აირჩიოთ კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა?

** ჩვენ გვაქვს თანამედროვე სასწავლო პროგრამები, რომლებიც თავსებადია დასავლეთის უნივერსიტეტების პროგრამებთან;
** გვყავს 90-ზე მეტი სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორი და გაცვლითი პროგრამები აღმოსავლეთ ევროპის (პოლონეთი, უნგრეთი, ლიტვა, ესტონეთი) და დასავლეთ ევროპის (ჰოლანდია, ირლანდია) უნივერსიტეტებთან;
** თქვენ გექნებათ საშუალება გაიაროთ პრაქტიკა საჯარო და საერთაშორისო ორგანიზაციებში;
** კავკასიის უნივერსიტეტი ხელს გიწყობთ დასაქმებაში კარიერული ცენტრის დახმარებით.
** ჩვენ ხშირად ვმართავთ შეხვედრებს და დისკუსიებს საინტერესო ადამიანებთან, პოლიტიკოსებთან და საჯარო მოღვაწეებთან;
** კავკასიის უნივერსიტეტი გთავაზობთ ძალიან აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებას, ექსკურსიებს, ა.შ.
** კავკასიის უნივერსიტეტი გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვან კვლევით და სამეცნიერო პროექტში ჩართულობას. ამჟამად უნივერსიტეტში, სახელმწიფო მართვის სკოლაში ფუნქციონირებს მშვიდობის კვლევების ინსტიტუტი, რომელიც თანამშრომლობს ირლანდიის, ავსტრიის და დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებთან.

დიპლომატიის და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა მოგცემთ საშუალებას მიიღოთ სიღმრისეული ცოდნა საქართველოს საგარეო ურთიერთობების შესახებ, ასევე რეგიონული და ევროპული უსაფრთხოების შესახებ და ა.შ. სტუდენტებს ექნებათ საშუალება სიღრმისეულად შეისწავლონ საზოგადოების სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების თეორიები, ასევე საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო ეკონომიკა და მეზობელი ქვეყნების და დიდი სახელმწიფოების საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა.

საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა მოგცემთ საშუალებას მიიღოთ სიღრმისეული ცოდნა სამთავრობო და საჯარო სტრუქტურების მართვის შესახებ. პროგრამა მოგცემთ სიღრმისეულ ცოდნას სხვადასხვა დარგობრივი პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების შესახებ ადგილობრივ, სახელმწიფო და საერთაშორისო დონეზე. საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლება საჯარო მართვისა და პოლიტიკის საფუძვლები, მენეჯმენტი და ორგანიზაციული თეორია, ეკონომიკა და სამართალი, სახელმწიფო ბიუჯეტირება და ფინანსები, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების წარმოებისთვის აუცილებელი საგნები.

როგორია სამაგისტრო პროგრამების შინაარსი?

ორივე სამაგისტრო პროგრამის ბირთვს წარმოადგენენ სპეციალობის ძირითადი საგნები, რომელთა დანიშნულებაა აამაღლონ სტუდენტის ზოგადი განათლების დონე და შექმნან ის მყარი ბაზისი, რომელსაც დაეფუძნება ახალგაზრდების პროფესიული ცოდნა.

დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობათა სამაგისტრო პროგრამის სავალდებულო საგნებია: პოლიტიკური თეორია, საერთაშორისო ურთიერთობების თეორია, კონფლიქტების მართვა და მოლაპარაკებები, საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკა, საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო უსაფრთხოება, აშშ-ს, ევროკავშირის, რუსეთის და სხვა დისი სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკა, ასევე საქართველოს საგარეო და თავდაცვის პოლიტიკა.

საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის სავალდებულო საგნებია: სახელმწიფო მართვა, საჯარო პოლიტიკის ანალიზი და შეფასება, საჯარო ორგანიზაციების მენეჯმენტი, ეკონომიკა, მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები, საჯარო სექტორის ეთიკა, სახელმწიფო ბიუჯეტირება და საჯარო ფინანსები, ცენტრალური და ტერიტორიული მმართველობის სისტემები. სპეციალიზაციის საგნები სტუდენტებს აძლევს საშუალებას ჩაუღრმავდნენ საერთაშორისო ურთიერთობებისა თუ საჯარო მმართველობის იმ ქვედარგებს, რომელთა მიმართ ისინი იჩენენ განსაკუთრებულ ინტერესს.

წერითი და სამეტყველო უნარების გამომუშავებისა და ზოგადი მეთოდოლოგიური საგნები სტუდენტებს უვითარებს კომუნიკაციის შესაძლებლობებს და ეხმარება მათ გაიუმჯობესონ მშობლიურ და ინგლისურ ენებზე წერისა და მეტყველების უნარი. სტუდენტები იძენენ ანალიტიკური, რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების გადამუშავების ცოდნას, რაც მათ დაეხმარება ნებისმიერი ტიპის სოციოლოგიური მონაცემების დამუშავება-გაანალიზებაში.

ორივე პროგრამის კურსდამთავრებულებს ექნებათ სახელმწიფო მართვისა და საჯარო პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის, ეკონომიკის, სამართლისა და შედარებითი პოლიტიკის უახლესი თეორიებისა და მიდგომების ცოდნა. აქცენტი კეთდება უცხო ენების შესწავლაზე. თქვენ შეიძენთ კრიტიკული აზროვნების, მონაცემების შეგროვება-გადამუშავების, ზეპირი და წერითი კომუნიკაციის, კონფლიქტების მოგვარებისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარებს. აქ ჩამოყალიბდებიან პროფესიონალ საჯარო მოხელეებად, აღიჭურვებიან თანამედროვე თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით.

ორივე პროგრამის სტუდენტები იძენენ კრიტიკული აზროვნების, მონაცემების შეგროვება-გადამუშავების, ზეპირი და წერითი კომუნიკაციის, კონფლიქტების მოგვარებისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარებს. გარდა თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებისა, ორივე სპეციალობის პროგრამის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია სტუდენტების შეხვედრები ცნობილ საჯარო მოხელეებთან, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, პოლიტიკოსებთან, დიპლომატებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებთან.

სასწავლო პრაქტიკა საჯარო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში სტუდენტებს აძლევს საშუალებას, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, გაეცნონ რეალობას და ისწავლონ თეორიული კონცეფციების გამოყენება ორგანიზაციულ და პროფესიულ საქმიანობაში. მთლიანობაში, კურსდამთავრებულები იღებენ მნიშვნელოვან თეორიულ, ანალიტიკურ ცოდნას, საკომუნიკაციო, პრობლემების გადაჭრისა და გუნდური მუშაობის გამოცდილებას, რაც მათი წარმატებული საქმიანობის სერიოზული წინაპირობაა.

პროფესორ-მასწავლებელთა მაღალი პროფესიონალიზმი:

ჩვენი პროფესორ მასწავლებლების დიდ ნაწილს განათლება მიღებული აქვს აშშ-ში ან ევროპაში და აქვს მდიდარი პროფესიული გამოცდილება. ჩვენ გვყავს, როგორც დოქტორის ხარისხის მქონე აკადემიური გამოცდილების პროფესორები, ისე პრაქტიკული გამოცდილებს მქონე საჯარო მოხელეები, პოლიტიკოსები და დიპლომატები.

დასაქმების სფერო:

სტუდენტები იღებენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს სტაჟირების გავლისას, რაც უზრუნველყოფს კურსდამთავრებულების საინტერესო კარიერას როგორც საჯარო, ისე არასამთავრობო და კერძო სექტორებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში.

როგორია აკადემიური მოთხოვნები ხარისხის მისაღებად?

მაგისტრის აკადემიურ ხარისხს სტუდენტები იღებენ სავალდებულო და არჩევითი საგნების გავლისა და სამაგისტრო ნაშრომის წარმატებით დაცვის შემთხვევაში, რაც მთლიანობაში 120 ECTS კრედიტს შეადგენს. სწავლის სტანდარტული ხანგრძლივობაა 2 წელი, ხოლო დასაშვები - 5 წლამდე. 1 კრედიტის ღირებულება 82.5 ლარია.

სამაგისტრო პროგრამის საფასური - წელიწადში 4 950 ლარი. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ თანხა გადაიხადონ ფინანსურ დეპარტამენტთან შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.

სწავლის დაფინანსება შესაძლებელია CU გრანტით. CU გრანტი ეს არის 50%-იანი დაფინანსება სამაგისტრო პროგრამის სრულ ღირებულებაზე, რომლის მოპოვება შესაძლებელია, თუ აპლიკანტი:

** არის ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული
** და აქვს ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი.

სწავლების საფასურის გადახდის მოქნილი სქემა: სტუდენტი იხდის მხოლოდ იმ საგნის ღირებულებას, რომელზეც დარეგისტრირებულია მოცემულ სემესტრში.

პროგრამაზე მიღების წესები:

** საერთო სამაგისტრო გამოცდა;
** ტესტირება ინგლისურ ენაში და გასაუბრება.

საჭირო საბუთები:

** შევსებული on-line აპლიკაცია (მასთან ერთად სამოტივაციო წერილი, სადაც უნდა აღწეროთ თუ რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ამ პროგრამაზე სწავლა და როგორ დაგეხმარებათ იგი პროფესიულ ზრდაში, CV და ფოტოსურათი);
** ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის და ნიშნების ფურცელის ასლი ან უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ; უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომი უნდა იყოს დამოწმებული აპოსტილით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ;
** უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტ(ებ)ი უნდა წარმოადგინოთ ქართულად თარგმნილი და დამოწმებული ნოტარიულად;
პირადობის მოწმობის ასლი;
** სარეკომენდაციო წერილი;
** სამხედრო მიწერის ასლი (ვაჟებისთვის).

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს: http://cu.edu.ge

საკონტაქტო პირი:

მარიამ ოქრუაშვილი
2377 777 (შიდა 181)
mokruashvili@cu.edu.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე