ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: უნისონი
გამოქვეყნდა: 20 მარ / ბოლო ვადა: 31 მარ
სს სადაზღვევო კომპანია "უნისონი" აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** მსგავს ან იგივე პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** სოციალური მედიის, Google Adword-ს და SEO-ს მართვის გამოცდილება;
** გრაფიკული პროგრამების (Photoshop, Adobe Illustrator/Corel) ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** ციფრული საკომუნიკაციო არხების სტრატეგიის შემუშავება, ბიუჯეტირება და მართვა;
** ბიუჯეტის, აქტივობების მომზადება-განხორციელება და მონიტორინგში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის ბრენდის განვითარებაზე და გამყარებაზე ზრუნვა;
** სოციალურ მედიაში კომპანიის იმიჯის მუდმივი კონტროლი და ზრუნვა მის გაუმჯობესებაზე;
** ბაზრის კვლევის წარმოება, არსებული და ახალი პროდუქტების მიმართ ბაზრის მოთხოვნების, ტენდენციების, მიმართულებების და ზრდის პერსპექტივების შესწავლა;
** კონკურენტული გარემოს შესწავლა, კვლევების წარმოება, ანალიზი,
** სარეკლამო პოლიტიკის შემუშავება, ახალი სარეკლამო აქციების და მასტიმულირებელი პროგრამების განხორციელება, სარეკლამო ღონისძიებების საკომუნიკაციო არხების შერჩევა და მედია გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** პრეზენტაციების, რეკლამების და კომერციული წინადადებების მომზადება;
** დისტანციური სერვისების განვითარება;
** ინოვაციური პროექტების მართვა.

თვისებები:

** კრეატიული და ენერგიული
** ანალიტიკური
** ორგანიზებული და ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური, პრეზენტაბელური;

სამუშაო პირობები:

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV და ფოტოსურათი ელექტრონულ მისამართზე: hr@unison.ge 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას subject line-ში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე