სამეურნეო საქმიანობის ტექნიკოსი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სამეურნეო საქმიანობის ტექნიკოსი - თელავი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 20 მარ / ბოლო ვადა: 20 აპრ
კომპანია "გორგია" დაარსდა 1998 წელს და დღეს ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა. კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. გორგიას მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. გორგია ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: ჰიპერმარკეტი გორგია და გორგია პრემიუმი. ჰიპერმარკეტების ქსელი გორგია წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში. 2017 წელს იგეგმება ახალი ფილიალების გახსნა.

თელავის ფილიალში ცხადდება ვაკანსია სამეურნეო საქმიანობის ტექნიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო და სხვა მასალების შესყიდვა და მომარაგება;
** გაზის, წყლის და შუქის აღმრიცხველების კონტროლი;
** საპირფარეშოების აღჭურვილობის, საკანალიზაციო მილების და გამათბობელი სისტემის ავარიული სიტუაციის დროს წესრიგში მოყვანა;
** შიდა და გარე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისთვის მაღაზიიდან და საწყობიდან მასალის გამოწერა;
** შოურუმებში საჩვენებელ სტენდებზე კაფელისა და მეტლახის გასაკრავად ხელოსნის გამოძახება;
** ელექტრომომარაგების, სატელეფონო კავშირის, გათბობის, კონდიცირებისა და წყალმომარაგების სისტემების გამართული მუშაობისა და სანიტარიული ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
** საზოგადოებრივი კვების ობიექტების მუშაობის კოორდინაცია;
** ავტოპარკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** კომპანიის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების მოვლა და ექსპლუატაცია;
** იჯარების კონტროლი;
** სამეურნეო ხარჯების ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ მონაცემები შემდეგ მისამართზე: vacancy@gorgia.ge

გთხოვთ, სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე