სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამა
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამა
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 20 მარ / ბოლო ვადა: 20 აპრ
რატომ სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამა - რა მოიაზრება მასში?

საგანმანათლებლო პროგრამაში მოიაზრება მაღალი კლასის პროფესიონალთა - მკვლევარ თეორეტიკოსთა და უნიკალური იურიდიული პრაქტიკის მქონე სპეციალისტთა გუნდი, რომელთა მიზანია დამსაქმებელს შესთავაზოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე იურისტთა ახალი თაობა.

კავკასიის სამართლის სკოლაში სამართლის სამაგისტრო პროგრამა ფუნქციონირებს თბილისსა და ბათუმში.

კავკასიის სამართლის სკოლის მაგისტრატურაში მოქმედებს ქართულ-ევროპული ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა. აღნიშნულ პროგრამებზე სტუდენტი კანონმდებლობით გათვალისწინებულ 60 კრედიტს აგროვებს კავკასიის სამართლის სკოლაში, ხოლო დარჩენილ 60 კრედიტს - ტალინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ან ზაარლანდის უნივერსიტეტის ევროპის ინსტიტუტში, შედეგად კი იღებს სამართლის მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელ 2 დიპლომს.

სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები კურიკულუმის ზოგად საუნივერსიტეტო და ინგლისურენოვანი კომპონენტიდან გაივლიან ინგლისურენოვან საგნებს, რაც მათ იურიდიული ინგლისურის ცოდნის გაღრმავებაში შეუწყობს ხელს.

კავკასიის სამართლის სკოლა გამოირჩევა სამართლის კლინიკების მრავალფეროვნებით. მაგისტრანტს შესაძლებლობა აქვს პრაქტიკული სწავლება გაიაროს როგორც საჯარო, ასევე კერძო ორგანიზაციებში,

მიღების წესი:

** საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება;
** უნივერსიტეტში დაგეგმილი საკონკურსო პროცედურების წარმატებით გავლა.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

** ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის ასლი + ნიშნების ფურცელი
** პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
** სამხედრო ბილეთი
** 4 ფოტოსურათი
** სამოტივაციო წერილი
** 2 რეკომენდაცია

გადახდის პირობები:

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის ღირებულება შეადგენს 9,900 ლარს, რაც წელიწადში შეადგენს 4950 ლარს.
სწავლის დაფინანსება შესაძლებელია CU გრანტით. CU გრანტი ეს არის 50%-იანი დაფინანსება სამაგისტრო პროგრამის სრულ ღირებულებაზე, რომლის მოპოვება შესაძლებელია, თუ აპლიკანტი:

** არის ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული
** და აქვს ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი.

ბათუმში კავკასიის სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტები ისარგებლებენ საუნივერსიტეტო გრანტით, რომელიც შეადგენს 3,500 ლარს, რაც დააკლდება საერთო ღირებულებას. ანუ ბათუმში სამაგისტრო პროგრამაზე წლიური გადასახადი იქნება 3200 ლარი. სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად.

საკონტაქტო პირები:

სოფიო შენგელია, სამაგისტრო და სადოქტორო საგანამანათლებლო პროგრამების დირექტორი
ტელ: 599 777 104
ელ-ფოსტა: sshengelia@cu.edu.ge

ნათია შენგელია, სამაგისტრო პროგრამების აკადემიური მენეჯერი
ტელ: 599 09 86 77
ელ-ფოსტა: nshengelia@cu.edu.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე