კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 20 მარ / ბოლო ვადა: 20 აპრ
კომპანია "გორგია" დაარსდა 1998 წელს და დღეს ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა. კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. გორგიას მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. გორგია ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: ჰიპერმარკეტი გორგია და გორგია პრემიუმი. ჰიპერმარკეტების ქსელი გორგია წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში. 2017 წელს იგეგმება ახალი ფილიალების გახსნა.

ბათუმის ფილიალში ცხადდება ვაკანსია კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ბაზრის შესწავლა, პოტენციური კლიენტების მოძიება;
** არსებულ კლიენტებთან მუშაობა;
** შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციის ჩატარება;
** კლიენტების მოთხოვნების განსაზღვრა;
** წარმატებული გაყიდვის უზრუნველყოფა;
** კომპანიებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
** შესრულებულ სამუშაოზე ანგარიშგება უშუალო უფროსთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველი სფერო: ბიზნეს ადმინისტრირება, ფინანსები ან იურიდიული)
** 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ მონაცემები შემდეგ მისამართზე: vacancy@gorgia.ge

გთხოვთ, სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი ბათუმი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე