სამაგისტრო პროგრამა საზოგადოებრივ ჯანდაცვაში
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სამაგისტრო პროგრამა საზოგადოებრივ ჯანდაცვაში
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 20 მარ / ბოლო ვადა: 20 აპრ
კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლა გთავაზობთ განახლებულ სამაგისტრო პროგრამას საზოგადოებრივ ჯანდაცვაში.

კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის მიერ შემუშავებული სამაგისტრო პროგრამა ფოკუსირებულია საქართველოს ძირითადი დემოგრაფიული და სოციალური მიმართულებების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის ინსტიტუტების ორგანიზების, დაფინანსების, მარკეტინგის და თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის მიწოდებაზე, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოსახელობის ცალკეული ჯგუფების საჭიროების შეფასებაზე, ჯანდაცვის სექტორში კვლევის დაგეგმვასა და გამოყენებაზე, რათა კურსდამთავრებულებმა სისტემაში ჩართვის შემდეგ გააუმჯობესონ როგორც მოსახლეობის ცალკეული ჯგუფების, ისე მთლიანი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც დაავადებათა პრევენციისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის ეფექტური პროგრამების დაგეგმვისა და განხოციელების გზით, ასევე ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მიმწოდებელი ინსტიტუტების შესაბამისი ორგანიზაციითა და მართვით.

რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი სამაგისტრო პროგრამა?

** კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის სამაგისტრო პროგრამა ამზადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებს, რომელთაც შეუძლიათ დასაქმდნენ ეპიდემიოლოგის, ჯანდაცვის მკვლევარის, კონსულტანტისა ან სხვა ადმინისტრაციულ თანამდებობაზე სახელმწიფო ან კერძო სექტორში, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში, სამთავრობო, თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში, სადაზღვევო კომპანიებში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონულ, რეგიონულ ან ცენტრალურ სტრუქტურებში, ჯანდაცვის დაწესებულებებში.
** კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის კურსდამთავრებულს კარგად ეცოდინება ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და ჯანდაცვის სფეროს კვლევის ძირითადი მეთოდები;
** კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პრაქტიკის ხელშეწყობისთვის გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები დარგის წამყვან დაწესებულებებთან საქართველოში.

გადახდის პირობები:

მოქნილი გადახდის სტრუქტურა, რომელიც განისაზღვრება თითოეულ სემესტრში აღებული საგნების/კრედიტების რაოდენობით. ერთი კრედიტის ღირებულება 82.5 ლარი, სემესტრში ასაღები საგნების რაოდენობა მინიმუმ 3(1485 ლარი), მაქსიმუმ 5(2475 ლარი). მთლიანი პროგრამის (120 კრედიტი) ღირებულება 9 900 ლარი.

სწავლის დაფინანსება შესაძლებელია CU გრანტით. CU გრანტი ეს არის 50%-იანი დაფინანსება სამაგისტრო პროგრამის სრულ ღირებულებაზე, რომლის მოპოვება შესაძლებელია, თუ აპლიკანტი:

** არის ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული
** და აქვს ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი.

სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:

** ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
** საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელი საბუთი (A ტიპის ტესტი);
** კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის მიერ ორგანიზებული გასაუბრების წარმატებით გავლა.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

** ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის ასლი + ნიშნების ფურცელი
** პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
** სამხედრო ბილეთი (ვაჟებისათვის)
** 2 ფოტოსურათი 3X4
** სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 500 სიტყვისა)
** 2 რეკომენდაცია
** შევსებული აპლიკაციის ფორმა

საკონტაქტო პირი:

ვატო სურგულაძე
ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის დეკანი
ტელ.: 2 377777 (შიდა 148)
მობ.: 577 503009
ელ.ფოსტა: vsurguladze@cu.edu.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე