უმცროსი აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: უმცროსი აგენტი
მომწოდებელი: იმედი L
გამოქვეყნდა: 20 მარ / ბოლო ვადა: 20 აპრ
სს სადაზღვევო კომპანია "იმედი L" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი აგენტის პოზიციაზე.

თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა - გაიაროთ სადაზღვევო საქმიანობის შემსწავლელი კურსი და დასაქმდეთ სადაზღვევო ბაზრის ლიდერ კომპანიაში.

** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + საბონუსე სქემა;
** სამუშაო განრიგი: სრული ან არასრული.

ძირითადი მოვალეობები:

** სადაზღვევო პროდუქტის საცალო გაყიდვა და რეკლამირება (პოტენციური კლიენტებისთვის პროდუქტ(ებ)ის შეთავაზება/გაყიდვა);
** პოტენციური კლიენტებისთვის სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება.
** არსებული კლიენტებისთვის სადაზღვევო პაკეტის განახლების შეთავაზება;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად;

ძირითადი კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში;
** სასურველია რუსული და ინგლისურ ენების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
** კომუნიკაბელურობა;
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
** ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტო სურათი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: agent@imediL.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "უმცროსი აგენტი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე