კინოხელოვნების სამაგისტრო პროგრამა
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კინოხელოვნების სამაგისტრო პროგრამა
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 20 მარ / ბოლო ვადა: 20 აპრ
კავკასიის ახალი კინოს სკოლა აცხადებს სტუდენტთა მიღებას კინოხელოვნების სამაგისტრო პროგრამაზე.

პროგრამა: კინოხელოვნების სამაგისტრო პროგრამა (ხელოვნების მაგისტრი კინოხელოვნებაში)
სპეციალობა: კინორეჟისურა

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

** ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
** საერთო სამაგისტრო გამოცდების მინიმალური ზღვარის გადალახვა (ინგლისურის ტესტი ტიპი A)
** ავტობიოგრაფიული ესე, შესრულებული შემოქმედებით სტილში /არაუმეტეს ორი გვერდისა/
** შემთხვევის, მოვლენის აღწერა, რომელმაც აბიტურიენტზე გავლენა მოახდინა (მხოლოდ რეალური, არა გამოგონილი ამბები) /არაუმეტეს ორი გვერდისა/
** სრულ- ან მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის კონცეფცია (ფილმის აღწერა, პერსონაჟები, ატმოსფერო, პროცესები) /არაუმეტეს ორი გვერდისა/
** დეტალურად შემუშავებული სცენა ფილმიდან (აღწერა, პერსონაჟები, ატმოსფერო) /არაუმეტეს ერთი გვერდისა/
** აბიტურიენტის ერთ-ერთი საყვარელი ფილმის მიმოხილვა /არაუმეტეს ერთი გვერდისა/
** აბიტურიენტის ფოტო, მის მიერვე გადაღებული (თავისუფალი ფორმა - "როგორ ხედავს აბიტურიენტი საკუთარ თავს")
** დამატებით შეგიძლიათ წარმოადგინოთ (სავალდებულო არ არის) შემოქმედებითი ნამუშევრებ: აბიტურიენტის მიერ გადაღებული ფოტოები (არაუმეტეს ცხრა ფოტო. თემა: "დაფარული სილამაზე"); აბიტურიენტის მიერ გადაღებული ფილმი / რგოლი და ა.შ.
** შევსებული კავკასიის უნივერსიტეტის ონლაინ აპლიკაცია
** უნივერსიტეტში ინტერვიუირების წარმატებით გავლა.

სწავლის ხანგრძლივობა: 2 აკადემიური წელი
სწავლების ენა: ქართული/ინგლისური
სწავლების საფასური: 9,900 ლარი (მთლიანი პროგრამა)

სწავლის დაფინანსება შესაძლებელია CU გრანტით. CU გრანტი ეს არის 50%-იანი დაფინანსება სამაგისტრო პროგრამის სრულ ღირებულებაზე, რომლის მოპოვება შესაძლებელია, თუ აპლიკანტი:

** არის ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული
** და აქვს ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი.

მოქნილი გადახდის სისტემა. სემესტრული გრაფიკი კრედიტების რაოდენობის მიხედვით.

პროგრამის მიზანი: კავკასიის ახალი კინოს სკოლის კინოხელვონების სამაგისტრო პროგრამა, არამარტო ხელობას ასწავლის, ის ასწავლის "ხედვას". იმისთვის, რომ ფილმი გააკეთო, ჯერ ფილმის იდეა უნდა გქონდეს. არ შეიძლება, ასწავლო "კეთება", სანამ "დანახვას" არ ასწავლი. იყო რეჟისორი, ნიშნავს არა მარტო ხელობის ცოდნას, არამედ ეს ნიშნავს მხედველობის ქონასაც. რეჟისორი ის არის, ვინც ხედავს. ის განსაკუთრებული მზერით უყურებს "სინამდვილეს". "სინამდვილე" მისთვის არის მასალა. არსებობს განსაკუთრებული ტექნიკები, რომელთა საშუალებით შესაძლებელია "სინამდვილის" დაჭერა.

სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს გამოუმუშავდება მხატვრული იდეის აუდიოვიზუალურ ნაწარმოებად ჩამოყალიბების უნარი; მხატვრული იდეის აუდიოვიზუალურ სცენარად ჩამოყალიბების უნარი; აუდიო-ვიზუალური ნაწარმოებისა და ლიტერატურული სცენარის ანალიზისა და შეფასების უნარი, პროექტის შემუშავების უნარი, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

ამასთან, კინოს გადაღების პროცესში ჩართულ ჯგუფთან, ტექნიკურ სპეციალისტთა ჯგუფთან, აკადემიურ საზოგადოებასთან და სხვადასხვა პროფესიული წრის წარმომადგენლებთან მოსაზრებების, მხატვრული ჩანაფიქრის, იდეების, არგუმეტნაციისა და დასკვნების წერილობითი თუ ზეპირი კომუნიკაციის უნარი; მსახიობებისთვის და მთელი შემოქმედებითი ჯგუფისთვის ნაწარმოების იდეის, ჟანრის, გრძნობათა ბუნების, სათქმელის შეძლებისდაგვარად ზუსტი გადმოცემა, ჯგუფის თვითოეული წევრისთვის პირდაპირი, ხან ირიბი გზებით, ზუსტი შემოქმედებითი ამოცანის მიცემა; სწავლის დამოუკიდებლად წარმართვის უნარი; ახალი მხატვრული ღირებულების გაზიარებისა და შექმნის უნარი; ესთეტიკური გემოვნებისა და მორალური ნორმების ჩამოყალიბება.

კინორეჟისურის კურსის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულს შეეძლება ცოდნა გამოიყენოს მხატვრული კინოს დამოუკიდებელმა რეჟისორმა, მხატვრული სერიალების, სატელევიზიო ფილმების და სერიალების, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების, სატელევიზიო პროგრამების და გადაცემების რეჟისორმა. კინოდრამატურგიის სპეციალობის კურსდამთავრებულს - ზემოთ ჩამოთვლილი ფილმების და გადაცემების სცენარის ავტორობა.

საბუთების მიღება სრულდება 25 სექტემბერს. მიღების წესები და ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე

საკონტაქტო ინფორმაცია:

ანი კასარელი, სამაგისტრო პროგრამების მენეჯერი
ელ-მისამართი:  akasareli@cu.edu.ge
ტელ.: (+995 32) 237 77 77 (შიდა: 128)
მობილური: (+995 557) 033869
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე