სამაგისტრო პროგრამა ეკონომიკაში
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სამაგისტრო პროგრამა ეკონომიკაში
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 20 მარ / ბოლო ვადა: 20 აპრ
კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლა გთავაზობთ ახალ სამაგისტრო პროგრამას ეკონომიკაში.

კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა შემუშავებულია ბულგარეთის, ბელგიისა და მაგდებურგის უნივერსიტეტებისა და ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის პროფესორებთან კონსულტაციების შედეგად. პროგრამა ითვალისწინებს კადრების მომზადებას ეკონომიკის მიმართულებით.

რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი სამაგისტრო პროგრამა?

** ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა კურსდამთავრებულს აძლევს ეკონომიკის სფეროში მოღვაწეობისა და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიან სპეციალისტად ჩამოყალიბებისათვის საჭირო თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკული უნარების დაუფლების შესაძლებლობას.
** ფუნდამენტურ და სპეციალურ ეკონომიკურ დისციპლინებში მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები, მაგისტრანტს საშუალებას მისცემს: მოახდინოს სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის შეფასება, გაათვითცნობიეროს საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების კანონზომიერებები მიკრო, მაკრო და საერთაშორისო დონეზე, დაეუფლოს გარდამავალი ქვეყნების ეკონომიკის, შრომის ეკონომიკის, მონეტარული და პოლიტიკური ეკონომიკის, რეგიონალური ინტეგრაციისა და საერთაშორისო ვაჭრობის თანამედროვე პრინციპებს.
** ეკონომიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პრაქტიკის ხელშეწყობისთვის სკოლას გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები როგორც სამთავრობო, ასევე კერძო სექტორთან საქართველოში.
** მაგისტრანტი შეძლებს სამაგისტრო პროგრამის დასრულებას ოპტიმალურ ვადებში, მისაღებ ფასად. ერთი აკადემიური კრედიტის ღირებულება შეადგენს 82.5 ლარს;

გადახდის პირობები:

მოქნილი გადახდის სტრუქტურა, რომელიც განისაზღვრება თითოეულ სემესტრში აღებული საგნების/კრედიტების რაოდენობით. ერთი კრედიტის ღირებულება 82.5 ლარი, სემესტრში ასაღები საგნების რაოდენობა მინიმუმ 3(1485 ლარი), მაქსიმუმ 5(2475 ლარი). მთლიანი პროგრამის (120 კრედიტი) ღირებულება 9 900 ლარი. სწავლის დაფინანსება შესაძლებელია CU გრანტით. CU გრანტი ეს არის 50%-იანი დაფინანსება სამაგისტრო პროგრამის სრულ ღირებულებაზე, რომლის მოპოვება შესაძლებელია, თუ აპლიკანტი:

** არის ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული
** და აქვს ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი.

სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:

** ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
** საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელი საბუთი (B ტიპის ტესტი);
** კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის მიერ ორგანიზებული გასაუბრების წარმატებით გავლა.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

** ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის ასლი + ნიშნების ფურცელი
** პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
** სამხედრო ბილეთი (ვაჟებისათვის)
** 2 ფოტოსურათი 3X4
** სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 500 სიტყვისა)
** 2 რეკომენდაცია
** შევსებული აპლიკაციის ფორმა

საკონტაქტო პირები:

მაია გონაშვილი
პროგრამის ხელმძღვანელი
მობ.: 595 016 348
ელ.ფოსტა: mgonashvili@cu.edu.ge

თეა გიორგაძე
ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის პროგრამების დირექტორი
ტელ.: 2 377777 (შიდა 149)
მობ.: +995 (595) 0320 95
ელ.ფოსტა: teagiorgadze@cu.edu.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე