სამაგისტრო პროგრამა - ევროპ. ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სამაგისტრო პროგრამა - ევროპ. ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 20 მარ / ბოლო ვადა: 20 აპრ
კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლა გთავაზობთ სამაგისტრო პროგრამას ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები
(European Integration and Employment relations, EIGER).


ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა ინტერდისციპლინური და ინტერსაუნივერსიტეტო პროგრამაა, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით. პროგრამა მომზადდა TEMPUS-ის პროგრამის ფარგლებში წამყვან ევროპულ უნივერიტეტებთან ერთად:

** ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი (ბელგია)
** პლოვდივის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ევროპული კოლეჯი (ბულგარეთი)
** მაგდებურგის უნივერსიტეტი (გერმანია)
** სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი (ესპანეთი)

ეს არის უნიკალური სამაგისტრო პროგრამა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში, რადგან იგი ხორცილედება სამი ქართული უნივერსიტეტის პარტნიორობით და პირველად საქართველოში გაიცემა სამმხრივი დიპლომი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტისა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მხრიდან.

ევროპული ინტეგრაციისა და შრომითი ურთიერთობების ახალი სამაგისტრო პროგრამა ამზადებს შრომითი ურთიერთობების სფეროში კვალიფიციური სპეციალისტებს. კურსდამთავრებულები შეძლებენ წამყვანი როლი ითამაშონ საქართველოს დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობების პოლიტიკის სფეროს ტრანსფორმაციაში და ხელი შეუწყონ საქართველოს დაახლოებას ევროკავშირისა და საერთაშორისო შრომის სტანდარტებთან.

ახალ სამაგისტრო პროგრამაში, შრომითი ურთიერთობები გააზრებულია სამართლებრივ, შრომის ბაზრის, სოციო-ეკონომიკურ, ინდუსტრიულ ურთიერთობათა და ორგანიზაციული ასპექტების ურთიერთშეჯერებით და განზოგადებით. დასაქმებისა და შრომის პირობების სამართლებრივი, ეკონომიკურ-პოლიტიკური და ადამიანის უფლებათა განზომილებები დამუშავებულია, როგორც ევროპული სახელმწიფოების, ასევე მათთან საქართველოს შედარებითი ანალიზის საფუძველზე, რაც ზრდის პროგრამაში ჩართული მაგისტრანტების სენსიტიურობას, როგორც ზოგადად საკითხის, ასევე კონკრეტულად საქართველოს კონტექსტში გააზრების მიმართ.

სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:

** ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
** საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელი საბუთი (A ტიპის ტესტი);
** სოციალურ მეცნიერებებში გასაუბრების წარმატებით გავლა.
** ინგლისური ენის ცოდნა.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

** ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის ასლი + ნიშნების ფურცელი
** პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
** სამხედრო ბილეთი (ვაჟებისათვის)
** 2 ფოტოსურათი 3X4
** სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 500 სიტყვისა)
** 2 რეკომენდაცია
** შევსებული აპლიკაციის ფორმა

სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის ღირებულება 2 250 ლარი წელიწადში

საკონტაქტო პირი:

ვატო სურგულაძე
ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის დეკანი
ტელ.: 2 377777 (შიდა 148)
მობ.: 577 503 009
ელ.ფოსტა: vsurguladze@cu.edu.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე