დამხმარე საცხობში - დროებითი თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დამხმარე საცხობში - დროებითი თანამშრომელი
მომწოდებელი: MAF Carrefour Georgia
გამოქვეყნდა: 20 მარ / ბოლო ვადა: 8 აპრ
მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური) მოხარულია გამოაცხადოს ვაკანსია საცხობში დამხმარე თანამშრომლის პოზიციაზე.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი ერთ-ერთი ლიდერია საცალო გაყიდვების და გართობა-დასვენების სფეროში ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფმზარდ და სწრაფად განვითარებად კომპანიას, სადაც დასაქმებულია 33 000 თანამშრომელი. მაჯიდ ალ ფუტაიმ საცალო გაყიდვები მართავს კარფურის ჰიპერმარკეტებს ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სთავაზობს მომხმარებელს ფართო ასორტიმენტს, ხარისხიან პროდუქციას და საუკეთესო ფასებს.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია, როგორც დამსაქმებელი, იღწვის დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვის და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. ჯგუფი ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების განვითარებას, ტრეინინგებს, წინსვლას და ცდილობს მოიპოვოს მათი ლოიალურობა.

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს საქართველო, გთავაზობთ დროებითი დასაქმების შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას საცხობში დროებითი დამხმარე თანამშრომლის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** საცხობში მიმდინარე პროცესებში ჩართულობა;
** მცხობელის დახმარება;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: 8 სთ, მოუწევთ ღამის ცვლაშიც მუშაობა.
** ანაზღაურება - ნამუშევარი დღეების შესაბამისად.
** ღამის საათებში თანამშრომლების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტით შემდეგ მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com არა უგვიანეს 2017 წლის 8 აპრილისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ "დროებითი დამხმარე საცხობში", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე