ურიკების მეთვალყურე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ურიკების მეთვალყურე
მომწოდებელი: MAF Carrefour Georgia
გამოქვეყნდა: 20 მარ / ბოლო ვადა: 10 აპრ
მაჯიდ ალ ფუტაიმ კარფურ საქართველო მოხარულია გამოაცხადოს დროებითი ვაკანსია ურიკების მეთვალყურეს პოზიციაზე.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი ერთერთი ლიდერია საცალო გაყიდვების და გართობა-დასვენების სფეროში ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფმზარდ და სწრაფად განვითარებად კომპანიას, სადაც დასაქმებულია 33 000 თანამშრომელი. მაჯიდ ალ ფუტაიმ საცალო გაყიდვები მართავს კარფურის ჰიპერმარკეტებს ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სთავაზობს მომხმარებელს ფართო ასორტიმენტს, ხარისხიან პროდუქციას და საუკეთესო ფასებს. მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი, როგორც დამსაქმებელი, იღწვის დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვის და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. ჯგუფი ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების განვითარებას, ტრეინინგებს, წინსვლას და ცდილობს მოიპოვოს მათი ლოიალურობა.

მაჯიდ ალ ფუტაიმ კარფურ საქართველო გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს დროებით ვაკანსიას ურიკების მეთვალყურის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

სამუშაო განაკვეთი: 8 სთ - დილის/საღამოს ცვლა;
ანაზღაურება - ნამუშევარი დღეების შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის დახმარების შეთავაზება შეძენილი საქონლის ჩალაგებისას;
** მომხმარებლის დახმარება ურიკების ჰიპერმარკეტიდან გატანაში;
** ჰიპერმარკეტის ტერიტორიიდან გატანილი ურიკების თავმოყრა და საწყობში დაბრუნება/შესაბამის ადგილზე განთავსება;
** ჰიპერმარკეტში არსებული ურიკების რაოდენობის კონტროლი;
** სალაროს დახლთან დატოვებული საქონლის შეგროვება და შესაბამის დახლებზე განლაგება.

მოთხოვნები:

** მამაკაცი 18 წლიდან;
** შრომისმოყვარეობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** მულტინაციონალურ გარემოში მუშაობის უნარი.
** ყველა თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება ჯანმრთელობის დაზღვევის საოჯახო პაკეტით.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com არა უგვიანეს 2017 წლის 10 აპრილამდე. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "დროებითი ურიკების მეთვალყურე" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე