დროებითი დამხმარე მოლარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დროებითი დამხმარე მოლარე
მომწოდებელი: MAF Carrefour Georgia
გამოქვეყნდა: 20 მარ / ბოლო ვადა: 8 აპრ
"მაჯიდ ალ ფუტაიმ კარფურ საქართველო" მოხარულია გამოაცხადოს ვაკანსია დროებითი დამხმარე მოლარის პოზიციაზე.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი ერთ-ერთი ლიდერია საცალო გაყიდვების და გართობა-დასვენების სფეროში ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი წარმოადგენს ერთერთ ყველაზე სწრაფმზარდ და სწრაფად განვითარებად კომპანიას, სადაც დასაქმებულია 33 000 თანამშრომელი. მაჯიდ ალ ფუტაიმ საცალო გაყიდვები მართავს კარფურის ჰიპერმარკეტებს ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სთავაზობს მომხმარებელს ფართო ასორტიმენტს, ხარისხიან პროდუქციას და საუკეთესო ფასებს.
მაჯიდ ალ ფუტაიმ კარფური, როგორც დამსაქმებელი, იღწვის დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვის და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. ჯგუფი ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების განვითარებას, ტრეინინგებს, წინსვლას და ცდილობს მოიპოვოს მათი ლოიალურობა.

მაჯიდ ალ ფუტაიმ კარფურ საქართველო წინასაახალწლო პერიოდში, გთავაზობთ დასაქმების შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას დროებითი დამხმარე მოლარის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

სამუშაო განაკვეთი: 8 სთ - დილის/საღამოს ცვლა;
ანაზღაურება - ნამუშევარი დღეების შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
** ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება წესების სრული დაცვით;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური);
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პრობლემების დროულად და მშვიდად მოგვარების უნარი;
** დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** მულტინაციონალურ გარემოში მუშაობის უნარი;
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
** MS OFFICE - პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტით შემდეგ მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com არა უგვიანეს 2017 წლის 8 აპრილამდე. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება დროებითი დამხმარე მოლარე წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე