სტაჟირება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სტაჟირება
მომწოდებელი: ლიბერალური აკადემია თბილისი
გამოქვეყნდა: 20 მარ / ბოლო ვადა: 15 აპრ
ევროპული ინიციატივა - ლიბერალური აკადემია თბილისი, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის აცხადებს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღონისძიებების ორგანიზატორის მიმართულებით სტაჟირებას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - ჟურნალისტიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულება
** რუსული და ინგლისური ენების ფლობა (ჩაითვლება უპირატესობად);
** სასურველია ჰქონდეს საკუთარი ბლოგი - Word Press ან სოციალურ ქსელში
** Microsoft Office კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (დამატებითი პროგრამების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად);
** დროის მართვის უნარი;
** იყოს მოტივირებული და შეეძლოს, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად მუშაობა
** შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა, გუნდში მუშაობის უნარი და შედეგზე ორიენტირებულობა;
** გაყიდვებისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.

სტაჟირების ხანგრძლივობა: 2 თვე
შრომის ანაზღაურება: არა ანაზღაურებადი
სტაჟირების გავლის შემდეგ გაიცემა რეკომენდაცია და სერტიფიკატი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი (მაქს.150 - 200 სიტყვა) ელ.მისამართზე: vacancy-lat@ei-lat.ge არაუგვიანეს 2017 წლის 15 აპრილისა. "Subject Line" -ში გთხოვთ, მიუთითეთ - "სტაჟირება".

ორგანიზაციის ვებგვერდი: http://www.ei-lat.ge/
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე