ადმინისტრაციული მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ადმინისტრაციული მენეჯერი
მომწოდებელი: თავისუფალი უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 20 მარ / ბოლო ვადა: 3 აპრ
თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს კონკურსს ბიზნესის სამართლის ეროვნული ცენტრის (NCCL) და ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის (NIHR) მენეჯერის თანამდებობაზე.

პროექტის აღწერა:

თავისუფალ უნივერსიტეტში სამართლის სკოლის ბაზაზე 2011 წელს შეიქმნა ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი, ხოლო 2014 წელს ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი.

ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის მიზანია ადამიანის უფლებათა სამართლის გამოყენების და განვითარების ხელშეწყობა; ადამიანის უფლებების სწავლება სტუდენტებისთვის; ადამიანის უფლებებსა და მომიჯნავე დარგებში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ცოდნის გაღრმავების ხელშეწყობა (პროფესორ-მასწავლებლები, ადვოკატები, მოსამართლეები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ა.შ.); ადამიანის უფლებების სფეროში კვლევითი საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ინსტიტუტის ვებ-გვერდს: http://www.nihr.freeuni.edu.ge

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის მიზანია ბიზნეს სამართლის სფეროში ქართველი სტუდენტების, სამართლის პროფესორებისა და პრაქტიკოსი იურისტების განათლების ხელშეწყობა. ბიზნეს სამართლის ცენტრის საქმიანობის მიმართულებებია: ბიზნეს სამართლის სწავლება; ქართველი პროფესორ-მასწავლებლების ბიზნეს სამართლის სწავლების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება; საქართველოში ბიზნეს სამართლის განვითარების ხელშეწყობა. ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის მთავარი პარტნიორია უოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა (Washburn University School of Law, KS, USA). დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ცენტრის ვებ-გვერდს: http://www.nncl.ge

ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტისა და ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის საქმიანობის ფარგლებში ხორციელდება საჯარო და პროფესიული ლექციები და დისკუსიები, იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრები, კვლევები, ზამთრისა და ზაფხულის სკოლები, სხვადასხვა ტიპის ტრენინგ-პროგრამები.

ინსტიტუტი და ცენტრი პროექტებს ახორციელებენ საერთაშორისო დონორებთან მჭიდრო პარტნიორობის საფუძველზე, მათ შორის, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი სამხრეთ კავკასიაში (OHCHR), USAID -ის დაფინანსებული აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის პროგრამა "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (EWMI-PROLoG), ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო", აშშ საელჩო საქართველოში, ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში და ა.შ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
** პროექტების წერის, ბიუჯეტის დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება;
** სასურველია იურიდიული განათლების სფეროს განვითარების პროექტებში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** მართვის და ორგანიზების უნარი;
** კომუნიკაბელური;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად განაწილების და გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიზის და დაგეგმვის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** ცენტრისა და ინსტიტუტის ყოველდღიური საქმიანობის მართვა;
** ცენტრის და ინსტიტუტის კვლევითი და სასწავლო პროექტების განვითარება და მართვა სამართლის სკოლის ადმინისტრაციასთან და აკადემიურ დირექტორთან თანამშრომლობის საფუძველზე;
** ცენტრის ფინანსური თვითდაფინანსებადი მოდელის შემუშავება და სამეთვალყურეო საბჭოსათვის წარდგენა დასამტკიცებლად;
** გრანტების მოზიდვა;
** ბიუჯეტის დაგეგმვის და შესრულების პროცესის მართვა;
** შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება;
** პროფესორებისა და მკვლევარების ვიზიტების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
** ღონისძიებებისთვის აკადემიური პერსონალის მოძიებისა და აყვანის პროცესის კოორდინაცია;
** პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობა;
** ცენტრის და ინსტიტუტის ვებ-გვერდების მართვა;
** ცენტრის და ინსტიტუტის მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობების უზრუნველყოფა.

აპლიკაციის პროცესი:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გაგზავნონ რეზიუმე (CV) ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: vacancy@freeuni.edu.ge და გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ "ცენტრების მენეჯერი".

განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 3 აპრილი, 18:00 საათი.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

** პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის საფუძველზე;
** მეორე ეტაპზე შერჩეული კანდიდატები შეასრულებენ წერით დავალებას;
** მესამე ეტაპზე გაიმართება გასაუბრება.

ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალური მოლაპარაკების საფუძველზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი #240;
ელფოსტა: vacancy@freeuni.edu.ge
ვებ-გვერდი: http://www.freeuni.edu.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე