მაღაზიის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი - ბათუმი
მომწოდებელი: ჯითექსი
გამოქვეყნდა: 20 მარ / ბოლო ვადა: 2 აპრ
კომპანია "ჯითექსი", რომელიც საქართველოში წარმოდგენილია შემდეგი ბრენდებით: OVS, Terranova, Penti, collezione, English Home და Enza Home აცხადებს ვაკანსიას

"ტერანოვას" მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** მართოს მაღაზიის ადმინისტრაციული დავალებები;
** კოორდინაცია გაუწიოს მაღაზიის თანამშრომლებს;
** მართოს და იზრუნოს თანამშრომელთა მოტივაციაზე, რათა გაზარდოს გაყიდვები და უზრუნველყოს ეფექტურობა;
** დაგეგმოს და განახორციელოს თანამშრომელთა ყოველკვირეული შეკრებები, სადაც განიხილება უახლოესი გაყიდვების მეთოდები, ახალი პროდუქტები, ზოგადი მიღწევები და სხვა თემები რაც უზრუნველყოფს გუნდის მაღალ ფასეულობებს და კომპანიის ქმედითუნარიანობას;
** იზრუნოს კონსულტანტების კვალიფიკაციაზე და უზრუნველყოს მათთვის ტრენინგების ჩატარება;
** განახორციელოს გაყიდვების მონაცემების ანალიზი და დაგეგმოს მომავალი გაყიდვები, რათა უზრუნველყოს მომგებიანობის მაქსიმიზაცია;
** მართოს და აკონტროლოს სასაქონლო ნაშთები;
** დაესწროს ახალი კოლექციების პრეზენტაციებს; განახორციელოს მათი შერჩევა და შეკვეთა;
** აკონტროლოს თაროებზე პროდუქციის განთავსების სტილი კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით;
** მყიდველებს გაუწიოს კვალიფიციური დახმარება;
** დაგეგმოს და განახორციელოს მარკეტინგული ღონისძიებები და წამახალისებელი აქციები;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** MS Office (მათ შორის ექსელის კარგი ცოდნა);
** სასურველია ერთ-ერთი ERP პროგრამის ცოდნა;
** მინიმუმ 1 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** სავალდებულოა ინგლისურის და რუსულის კარგი ცოდნა;
** ასაკი: 28-40 წელი;

პიროვნული თვისებები:

** კარგად ორგანიზებული და დეტალზე ორიენტირებული;
** კრეატიული, აქტიური და გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
** პრობლემების გადაწყვეტის უნარ-ჩვევები;
** კომუნიკაბელური;
** შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობით და დისციპლინირებული;

ხელფასი: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV არაუგვიანეს 2017 წლის 2 აპრილისა შემდეგ მისამართზე: hr@gtex.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე