ბიზნესის ადმინისტრირების სასერთიფიკატო ტრენინგ-კურსი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბიზნესის ადმინისტრირების სასერთიფიკატო ტრენინგ-კურსი
მომწოდებელი: ბიზნეს-სკოლა-ინკუბატორი
გამოქვეყნდა: 20 მარ / ბოლო ვადა: 3 აპრ
"ბიზნეს-სკოლა-ინკუბატორი", კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გთავაზობთ ბიზნესის ადმინისტრირების ერთთვიან სასერთიფიკატო ტრენინგ-კურსს.

ტრენინგ-კურსის მიზანი: მსმენელებს შეასწავლოს ბიზნესის მართვის ძირითადი პრინციპები, მისცეს საბაზისო ცოდნა და ხელი შეუწყოს მათ განივითარონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები ბიზნესის ადმინისტრირების საკითხებში.

მონაწილეობის მიღება შეუძლია: ნებისმიერ პირს, ვისაც სურს ბიზნესისა და მეწარმეობის სფეროში საჭირო თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა, გაღრმავება.

ტრენინგ-კურსი მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს:

** შეგვიძლია თუ არა ბიზნესის მართვა;
** საიდან ავიღოთ კარგი იდეა;
** როგორ წამოვიწყოთ საქმე;
** ბიზნესის არსი და მის მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნები;
** ბიზნესის რეგისტრაცია და საქმისწარმოება;
** ბიზნეს-გარემო საქართველოში (სამართლებრივი, პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური);
** ბიზნეს-კომუნიკაციები (მარკეტინგი, რეკლამა, PR, ბრენდინგი);
** ურთიერთობის ხელოვნება, საკუთარი თავის, აზრის, იდეის პრეზენტაცია; ბიზნეს-ეთიკა;
** ადამიანური, ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მენეჯმენტი;
** გადასახადების პრინციპები, პოლიტიკა და გადასახადების სახეები;
** ბუღალტრული აღრიცხვა;
** ბანკებთან და ინვესტორებთან ურთიერთობა;
** საიდან ავიღოთ საწყისი კაპიტალი;
** ბიზნეს-გეგმის შედგენის ძირითადი პრინციპები და სტრუქტურა;
** მსოფლიოს წარმატებულ ბიზნესმენთა გამოცდილების გაზიარება.

ტრენინგ-კურსს გაუძღვებიან:

სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებიდან მოწვეული მრავალწლიანი გამოცდილების მქონე აღიარებული ექსპერტები:

** ლოიდ ქარჩავა - ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, პროფესორი, საერთაშორისო ჟურნალის "ახალი ეკონიმისტი" მთავარი რედაქტორი, საქართველოს მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე, უცხოურ (მათ შორის იაპონური, ყაზახური) და ქართულ ფირმებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით, მრავალი პოპულარული წიგნის ავტორი ბიზნესის სფეროში;
** სლავა ფეტელავა - ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს კონკურენციის დეპარტამენტის უფროსი;
** გონერ ურიდია - ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მთავარი ექსპერტ-აუდიტორი;
** თამარ ქობლიანიძე -ეკონომიკის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი;
** ლიკა ოხანაშვილი - ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორი, ბიზნეს ტრენერი.

ტრენინგ-კურსის ხანგრძლივობა: 8 შეხვედრა (16 სთ.)
ტრენინგი ტარდება კვირაში ორჯერ: ოთხშაბათს - 19:00-21:00 სთ.; შაბათს - 11:00-13:00 სთ.
ტრენინგ-კურსის ღირებულება: 160 ლარი (თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად)
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა: 3 აპრილი, 19:00 საათი.
დაწყების თარიღი: 5 აპრილი, 19:00 საათი
მისამართი: თბილისი, ჩარგლის ქუჩა #73

ტრენინგ-კურსის ფარგლებში მოქმედებს შემდეგი სახის ფასდაკლებები:

** თითოეული კურსდამთავრებული ჩვენ მიერ ორგანიზებულ ყოველ მომდევნო ტრენინგ-კურსებზე მიიღებს 20%-იან ფასდაკლებას; (შემდეგი ტრენინგ-კურსის თემა იქნება - "პროექტის მართვა")
** იძულებით გადაადგილებული (დევნილი) პირებისთვის მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება;
** ერთი ორგანიზაციიდან 2 ადამიანის მონაწილეობის შემთხვევაში თითოეული მონაწილე ისარგებლებს 20%-იანი ფასდაკლებით, ხოლო 3 და მეტი მსმენელის შემთხვევაში 30%-იანი ფასდაკლებით;
** სტუდენტებს ვთავაზობთ 20%-იან ფასდაკლებას.

გარდა ამისა, მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ, აღნიშნული ტრენინგ-კურსის გავლის შემდეგაც (ერთი თვის განმავლობაში) მიიღონ უფასო კონსულტაციები ჩვენი ორგანიზაციის ექსპერტებისგან.

ტრენინგ-კურსის ღირებულებაში შედის:

** მსმენელთა სასწავლო მასალებით უზრუნველყოფა;
** ტრენინგ-კურსის დასასრულს მსმენელები მიიღებენ ბიზნეს-სკოლა-ინკუბატორისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად გაცემულ ორენოვან (ქართულ-ინგლისური) სერთიფიკატებს.

სასერთიფიკატო ტრენინგ-კურსზე რეგისტრაციის გასავლელად, გთხოვთ, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://goo.gl/forms/0As4EzjJI3Nb2RYM2

საბანკო რეკვიზიტები:

შპს "ბიზნეს-სკოლა-ინკუბატორი"
ს/კ : 404502837
GE89LB0113164058957000
მიმღები ბანკი: სს ლიბერთი ბანკი
კოდი: LBRTGE22

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

მობ.: (+995) 598 93 50 50
ელ-ფოსტა: bsieduge@gmail.com
Facebook: https://www.facebook.com/bsieduge/
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე