არტ-თერაპიის მოდულის ავტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: არტ-თერაპიის მოდულის ავტორი
მომწოდებელი: ინიციატივა მოწყვლ. ჯგუფების რეაბილიტაციისათვის
გამოქვეყნდა: 20 მარ / ბოლო ვადა: 27 მარ
ააიპ "ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის" ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს "გაუმჯობესებული შესაძლებლობები პატიმრების, ყოფილი პატიმრების და პრობაციონერების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისათვის".

პროექტის მიზანია: გავზარდოთ შესაძლებლობები პატიმრების, ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების, მათ შორის ნარკოტიკების მომხმარებლების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის გასაუმჯობესებლად.

პროექტის ხანგრძლივობა არის 30 თვე.
პროექტი ხორციელდება თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმსა და გრემში.

ააიპ "ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის" მიმდინარე პროექტის ფარგლებში აცხადებს შემდეგ ვაკანსიებს:

არტ თერაპიის მოდულის ავტორი - 2 პოზიცია

საქმიანობის დაწყების თარიღი: 2017 წლის 1 აპრილი.
სამუშაოს ხანგრძლოვობა: 10 დღე.

ძირითადი მოვალეობები:

** წამალდამოკიდებული პირებისათვის არტ თერაპიის მოდულის შექმნა - 8 დღე;
** ტრენერთა ტრენინგის ჩატარება არტ თერაპიაში - 2 დღე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** არტ თერაპიის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** მოდულზე მუშაობის სპეციფიკის ცოდნა;
** გამოცდილება არტ თერაპიის ტრენინგის ჩატარებაში.
** გამოცდილება აკადემიურ წერაში;

უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა.

შერჩევის დროს უპირატესობა მიენიჭება წამალდამოკიდებულ პირებთან, პატიმრებთან, ყოფილ პატიმრებთან ან პრობაციონერებთან მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი 2017 წლის 27 მარტამდე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: n.tsagareli@yahoo.com

წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: არტ თერაპიის მოდულის ავტორი". დაკავშირება და გასაუბრება მოხდება მხოლოდ საბუთებით შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე